ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.