სპეციალიზებული სერვის ცენტრი მხოლოდ ელექტრო მანქანებისთვის – “Urban Motors”-ის სტარტაპი თბილისში

ავტოსერვის ცენტრი, რომელიც მხოლოდ ელექტრო მანქანებს ემსახურება ჩვენს ბაზარზე სიახლეა. კომპანია “Urban Motors-მა“, რომელიც 2012 წლიდან ჩაერთო საავტომობილო საქმიანობაში, წელს სრული ტრანსფორმაცია განიცადა და სტარტაპერობა გადაწყვიტა.

კომპანიამ, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო შიდაწვის ძრავიანი, მაღალი გამავლობის და მსუბუქი ავტომობილების მომსახურებით და რეალიზაციით, ამ წლის დასაწყისიდან სრული გარდაიქმნა და სატრანსპორტო ინდუსტრიის 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის ფეხის ადგმა დაისახა მიზნად.

კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ჯაფარიძე, აცხადებს რომ ამ მიმართულებით ბიზნესის განვითარებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მთავარი წვლილის შეტანაა საქართველოსა ეკოლოგიის დაცვაში, ეკო მეგობრულობა, ელექტრომანქანების ბიზნესის პოპულარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარებაა ჩვენს ქვეყანაში.

„ჩვენ ელექტრო მანქანების ბიზნესის მიმართულებით 2019 წლიდან დავიწყეთ მუშაობა. ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ, რომელმაც გარისკა და სრულებით არაადაპტირებულ გარემოში ელექტრო მანქანების და ელექტრო მანქანების დამტენების შემოტანა და შესაბამისი გარემოს, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა დავიწყეთ.

სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა კოვიდ პანდემიამ, თუმცა ესეც გადავლახეთ. იმის გამო, რომ არსებობდა დამუხტვის სადგურების დეფიციტი, პირველივე ეტაპზე დავამონტაჟეთ ელექტრომობილების სწრაფ დამტენი სადგური და მცირე ზომის ნელი დამტენები ჩვენი ბაზის სიახლოვეს, რათა მომხმარებლებს ელექტრომობილების დამუხტვა გაადვილებოდათ. ვუტარებდით დაინტერესებულ პირებს ინსტრუქტაჟს ელექტრო მანქანების მომსახურების და სირთულეების გადაჭრის მარტივ გზებზე.

ჩვენი სერვის ცენტრის თანამშრომლებისთვის დავაორგანიზეთ არაერთი ტრენინგი უცხოელი, მათ შორის ტექნოლოგიურად მოწინავე ჩინური საავტომობილო ქარხნების პარტნიორობის მხარდაჭერით. მოვიზიდეთ საუკეთესო კადრები სხვა წამყვანი კომპანიებიდან და ახლა გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება ელექტრო მანქანების მოვლის, სერვისის და ხმარების მიმართულებით. ამ მომენტისთვის ვემსახურებით, ყველა ტიპის ელექტრო ავტომობილებს.
პოზიტიურია, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ ელექტრო მანქანების პოპულარიზაციისთვის არაერთი წამახალისებელი ნაბიჯი გადადგა. EV-ს მფლობელებს არ ესაჭიროებათ პარკირების, მათ შორის საათობრივი გადასახადის გადახდა, არსებობს არაერთი უფასო დამტენი, დაიწყო ზრუნვა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თუმცა ვფიქრობთ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო. პროფესიონალების ნაკლებობის გამო ქვეყანაში კვლავ რჩება ელექტრო მანქანების სერვის ცენტრების დეფიციტი და ჩვენ დაინტერესებული ადამიანებისთვის ვატარებთ შესაბამის ტრენინგებს. ასევე ვახორციელებთ მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სადიაგნოსტიკო საშუალებების პოპულარიზაციას, რათა თავად მომხარებელმა შეძლოს მარტივი დიაგნოსტირება და ცვლილებების შეტანა თავის ავტომობილში.

ტრანსპორტის სფერო ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიაა, რომელმაც გაეროს მოთხოვნით CO2-ის გამოყოფის მკვეთრ შემცირებაზე უნდა იზრუნოს. როგორც მოსალოდნელი იყო ელექტრო მანქანების ფასი ბოლო წლებში ხელმისაწვდომი გახდა და ფაქტობრივად გაუტოლდა ბენზინის და დიზელის ავტომობილების ფასს.

ჩინეთი როგორც წამყვანი ინდუსტრია, ძალიან დაიხვეწა და მაღალი სტანდარტის გამძლე და ხარისხიან ელექტრო მანქანებს აწარმოებს. ჩვენი კომპანია წამყვან ჩინურ მწარმოებლებთან თანამშრომლობს და ქართულ ბაზარზე 2023, 2024, 2022 და 2019 წლის მოდელებს წარმოადგენს ისეთი მარკებისგან, როგორიცაა “FAW” ის, „Hozon Auto”-ს და “Volkswagen ID”. აღარც სერვისია პრობლემა და იმედია სულ მალე, ბიზნესის და სახელმწიფოს ერთობლივი ნაბიჯებით შევძლებთ გარემოს ბოლომდე ატაპტირებას და ეკოლოგიურად ჯანსაღი, ახალი, ეკონომიური და უსაფრთხო ტრანსპორტით ჩვენი ბაზრის გაჯერებას.“ აცხადებს “Urban Motors-ის“ დამფუძნებელი ირაკლი ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები