რუსეთი დასავლეთს “უკიდურესად მკაცრი პასუხით” დაემუქრა

რუსული აქტივების ამოღებაზე პასუხი “უკიდურესად მკაცრი იქნება”, მოსკოვი დასავლეთს, როგორც ქურდებს, ისე მიუდგება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს არის ქურდობა. ეს არის იმის მითვისება, რაც შენი არ არის. ამის გაკეთების სხვადასხვა გზას ვხედავთ, ამ ყველაფრის უკან დაბრუნება შეუძლებელია. მიხვდნენ, რომ ჩვენი პასუხი, ისევე – როგორც ყველა წინა მცდელობა, ძალიან მკაცრი იქნება. როდესაც მიხვდნენ ამას, დაიწყეს იმის გამოთვლა, თუ რა დაუჯდებოდათ, კონკრეტულად ვინ დაექვემდებარებოდა საპასუხო ზომებს. საპასუხო ზომები კი, იქნება უკიდურესად მკაცრი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ქურდობად დააკვალიფიცირა, მიდგომაც ისეთივე იქნება, როგორც ქურდების მიმართ. არა როგორც პოლიტიკური მანიპულატორების, არა როგორც თამაშში ზედმეტად გადავარდნილი ტექნოლოგების, არამედ როგორც ქურდების მიმართ“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები