ავსტრია “გაზპრომთან” კონტრაქტის გაუქმებაზე მუშაობს

ავსტრიის კლიმატის დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტრომ დარგის ექსპერტებს რუსეთთან გაზის გრძელვადიანი კონტრაქტის შეწყვეტის შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება დაავალა.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე მინისტრმა, ლეონორ გევესლერმა განაცხადა.

ქვეყნის უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანია OMV-სა და “გაზპრომს” შორის ხელშეკრულება 2040 წლამდეა ძალაში.

მინისტრის თქმით, კერძო კომპანიები რუსული გაზის შესყიდვებს ნელა ამცირებენ და მათ ამის დაჩქარება უნდა აიძულონ.

2023 წლის დეკემბერში ავსტრიაში რუსული გაზის მიწოდებამ რეკორდულ მაჩვენებელს – 98%-ს მიაღწია.

რუსული გაზის მოხმარების შემცირების იძულებისთვის სავარაუდოა, რომ ქვეყანაში კანონის მიღება გახდეს საჭირო, რომელსაც მხარი პარლამენტის 2/3-მა უნდა დაუჭიროს.

ოპოზიციაში მინისტრის ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მაგალითად, “თავისუფლების პარტიაში” აცხადებენ, რომ შეთავაზებამ შესაძლოა, გაზზე ფასის და ინფლაციის ზრდა გამოიწვიოს.

სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ეჭვი გამოთქვეს, რომ შესაძლოა, მინისტრი საზოგადოებას მთავრობის გენერალურ გეგმას სთავაზობდეს, თითქოს, ეს უფრო მის პირად ინიციატივას ჰგავს. მათ აღნიშნეს, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მთავრობას ორი წელი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები