დავით აფციაური: შუა დერეფნის ექსპლუატაციაში შესვლა სამხრეთ კავკასიაში უზარმაზარ პროექტებს ხელს შეუწყობს

აზერბაიჯანის საელჩო ,,ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ დავით აფციაურთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს.

როგორც ინტერვიუში აფციაური აცხადებს, შუა დერეფნის ექსპლუატაციაში შესვლა სამხრეთ კავკასიაში უზარმაზარ პროექტებს ხელს შეუწყობს.

-მოგესალმებით ბატონო დავით აფციაური. დღეს თქვენთან ერთად რეგიონის განვითარებაზე ვისაუბრებთ. რეგიონის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია შუა დერეფანი?

შუა დერეფანი არ არის ახალი ინიციატივა. ეს პროექტი აქამდეც არსებობდა, ახლაც აბრეშუმის გზის პროექტით კიდევ ერთხელ ახალ ფორმატზე დღის წესრიგში დგას. შუა დერეფნის ექსპლუატაციაში შესვლა სამხრეთ კავკასიაში უზარმაზარ პროექტებს ხელს შეუწყობს. ამ პროექტში ყაზახეთის მონაწილეობით კი როგორც ნავთობის, ასევე სხვა პროდუქტების ყაზახეთიდან საქართველოში და აქედან ევროპაში გატანა უზრუნველყოფილი იქნება. მსოფლიოში მომხდარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ, რომ კიდევ უფრო გაიზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობაც. რადგან მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური ურთიერთობების დასუსტების თავიდან ასაცილებლად ყველა მუშაობს შუა დერეფნის გახსნისთვის. ვფიქრობ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობით შუა დერეფანი მოემსახურება არა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვას, არამედ გააძლიერებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობებს. ხსენებული ურთიერთობები პანდემიის შემდეგ დასუსტდა, ახლა კი ძალიან კარგი შანსია იმისა, რომ აღდგენილ იქნეს გაყინული ურთიერთობები. შუა დერეფანი ასევე მწვანე ენერგიის პროექტების განვითარებას ხელს შეუწყობს. რითაც ახალი ურთიერთობები შეიქმნება. ესეც ბუნებრივია, თავის მხრივ რეგიონის გეოპოლიტიკურ და კომერციულ შესაძლებლობებს გაზრდის.

-მწვანე ენერგიასთან დაკავშირებით იცით, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. საუბარია COP 29-ზე. აღნიშნული ღონისძიება რას მოიტანს რეგიონს?

მწვანე ენერგიის განვითარებით ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ და არაერთი პოლიტიკური საკითხიც მოგვარდება. ვფიქრობ, სომხეთიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობას ჩაერთვება და სამხრეთ კავკასიას უფრო განავითარებს. ვინაიდან უკვე სამხრეთ კავკასია მწვანე ენერგიის სფეროში გლობალური პროექტების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. შავი ზღვის გავლით საკაბელო ხაზიც ამის დასტურია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნები ევროპისთვის და თავის მხრივ რეგიონის პერსპექტივებზეც მეტყველებს. მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით გადაწყვეტილებები წელს ბაქოში COP 29- ის ფარგლებში მიღებულ იქნება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მე მეგობარ აზერბაიჯანს ვულოცავ ამ დიდებული ღონისძიების მასპინძლობას. ამ პროექტის აზერბაიჯანში ჩატარება პირდაპირ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის რეპუტაციის მაჩვენებელია. რადგან აქ გათვალისწინებულია მის მიერ რეგიონში მშვიდობისთვის გაწეული საქმიანობა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან დამყარებული ძლიერი ურთიერთობები. ბუნებრივია ასეთი მასშტაბის პროექტის აზერბაიჯანში განხორციელება აზერბაიჯანისა და რეგიონის მნიშვნელობაზე მეტყველებს. სუფთა ქალაქების აშენება, მწვანე ენერგიის განვითარება და ამ კონცეფციის მიხედვით ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ქალაქებისა და სოფლების მშენებლობა, ასევე 2024 წლის მწვანე ენერგიის წლად გამოცხადება მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს. სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ გამოცდილება, მიდგომები და შესრულებული სამუშაოები. რადგან აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული პროექტები პირდაპირ რეგიონის განვითარებისკენ მიმართულია. როგორც დავოსის ფორუმშიც აღინიშნა, მწვანე ენერგიის განვითარება მსოფლიო მასშტაბით ძალიან საჭიროა. აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული პროექტები პირდაპირ მსოფლიოს განვითარებას ემსახურება.

-ვსაუბრობთ პირდაპირ მსოფლიოს განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე. ამ დროს არსებობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც. აზერბაიჯანი და საქართველო ამისთვის მუშაობს. სამხრეთ კავკასიაში მესამე ქვეყანა – სომხეთი რას აკეთებს?

სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. ამ განვითარების პროცესში სომხეთსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება. ამ პროექტებში მონაწილეობით შეუძლია თავისი ეკონომიკის გაძლიერება. მაგრამ ამ ყველაფრისთვის უპირველეს ყოვლისა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა აუცილებელია. რა თქმა უნდა ამისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც ვაკვირდებით მსოფლიოში მომხდარ პროცესებს, უნდა გვესმოდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშვიდობო შეთანხმება. რადგან რაც დრო გადის სიტუაცია მათ წინააღმდეგ ვითარდება. ამ პროექტების განსახორციელებლად ზენგეზურის დერეფნის გახსნა აუცილებელია. ამ დერეფნის გახსნა რეგიონს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს. ჩემი აზრით, სომხეთმა თავის მომავალზე უნდა იზრუნოს და ჩაერთოს ყველა ახალ პროექტში. ვინაიდან სომხეთის მომავალი სწორედ ამ პროექტებზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში წინ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ დადგამენ.

-საყურადღებო ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნები სამხრეთ კავკასიის გლობალური პროექტების ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენ ყოველთვის მეგობარი და მოძმე ქვეყნები ვართ. როგორ აფასებთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს?

საქართველოც მშვიდობისთვის იბრძვის. ბოლო ათი წელია ამ მიმართულებით განსაკუთრებით მუშაობს. მაგრამ საქართველოს აწუხებს ერთი საკითხი, მიწების ოკუპაცია. გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი მშვიდობის გზით მოგვარდება. რაც შეეხება საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობებს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მეგობარი და მოძმე ქვეყნები ვართ, ამასთან ერთად ვართ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენს ქვეყნებს ძლიერი ისტორიული კავშირები აქვთ, ჩვენს ხალხებს უყვართ ერთმანეთის კულტურა, ისტორია და პატივს სცემენ ერთმანეთს. ესეც ბუნებრივია მომავლისთვის არაჩვეულებრივ საწინდარს ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები