ბექა დავითულიანი: ხაზარაძეს ნამუსი რომ ჰქონდეს, პროკურორზე ხმას არ უნდა იღებდეს,  პროკურორები მას უნდა უყენებდნენ ბრალდებას იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, აფასებს.

როგორც დავითულიანი აღნიშნავს, ხაზარაძე პროკურორებზე არ უნდა საუბრობდეს.

„ხაზარაძეს ნამუსი რომ ჰქონდეს, პროკურორზე ხმას არ უნდა იღებდეს იმიტომ, რომ პროკურორები მას უნდა უყენებდნენ ბრალდებას იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს და წაყენებული აქვს კიდეც, ხანდაზმული თაღლითი დაარქვა მას სასამართლომ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის მოსკოვში არ წავა, მოსკოვში წავა ხაზარაძე, როცა ეს არჩევნები დასრულდება, წავიდოდა, ნამუსი რომ გააჩნდეს, ისეთ ცუდ შედეგებს მიიღებს, ჩემი აზრით,“ – აცხადებს  ბექა დავითულიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები