ავთანდილ თალაკვაძე: ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავარი დაპირება იყო

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად, განსახლების საკითხზე სოფელ შემოქმედში, ე.წ. „ჩაის ფაბრიკის“ ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ჩვენ ეს შენობა საფუძვლიანად შევამოწმეთ. ექსპერტების დასკვნის თანახმად იგი ამორტიზებულია და ექვემდებარება დემონტაჟს. ამიტომ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აქ მცხოვრები 33 ოჯახი მიიღებს ფულად დახმარებას – 30 000 ლარის ოდენობით, რათა მათ შეძლონ ალტერნატიული ფართის შეძენა და უსაფრთხოდ განაგრძონ ცხოვრება. ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავარი დაპირება იყო“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები