“სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს არ დაასრულებს, მასთან ურთიერთობის შენარჩუნება იქნება რთული” – ფინეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი

ფინეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ “სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს არ დაასრულებს, ძალიან რთული იქნება მასთან ურთიერთობის შენარჩუნება”.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე თქვა.

“რუსეთის მიმართ პოლიტიკა მარტივია. დიპლომატიური და ოფიციალური ურთიერთობები რჩება, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები არ არსებობს და არ იქნება მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში”, – თქვა სტუბმა.

მისი თქმით, ფინეთის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ შეიცვლება.

”მე მსურს, გავაგრძელო წინამორბედი პრეზიდენტის, საული ნიინისტოს ხაზი,” – თქვა სტუბმა.

მოსკოვსა და ჰელსინკის შორის ურთიერთობები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაუარესდა.

უკრაინაში შეჭრამ აიძულა ჰელსინკი მიემართა ნატოსთვის გაწევრიანების შესახებ. შედეგად კი, 2023 წლის აპრილში ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება შეიცვალა, ხოლო ფინეთის უსაფრთხოების პოლიტიკას ამჟამად ნატო და ევროკავშირის წევრობა განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები