გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღების აღსაზრდელებს ჯანმრთელობისთვის საშიში რძის პროდუქტი მიეწოდებათ.

“შპს ენ პროდუქტი”-ის მერ საჯარო ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტებიდან აღებული ნიმუშების შემოწმების შედეგად, რომლის ლაბორატორიული კვლევა “შპს ექსპერტიზა +”-ის მიერ ჩატარდა, დადგინდა, რომ ტოქსიკური ელემენტებისა და რადიონუკლიდების პარამეტრები სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებს.

აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სანიტარული და საკვები უსაფრთხოების კუთხით გორის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში პრობლემა არ არსებობს.
რაც შეეხება ამავე სიუჟეტში ნახსენებ საბავშვო ბაღს, მოხდა XI საბავშვო ბაღის შენობის დათვალიერება. ძირითად კონსტრუქციულ სისტემებს დაზიანება და დეფექტები არ აღენიშნება. შენობა არაა ავარიული და საფრთხისშემცველი.
გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები