მაია ბითაძე – კორუფციაზე: პრემიერის მიერ ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი არის, პირველ ყოვლისა, საპრევენციო გაფრთხილება ყველა ადამიანისთვის, რომ მსგავსი აზრი თავში არ გაივლოს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე კორუფციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

,,პრემიერმინისტრის მიერ ამ საკითხზე ასე ხმამაღლა საუბარი არის, პირველ ყოვლისა, საპრევენციო გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომ მსგავსი აზრი თავში არ გაივლოს.

ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს დრო, რომ კორუფციის საკითხებზე აქტიურად ვიფიქროთ, რადგან არის სხვა ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩვენი წევრობა დაჩქარდეს.

საუბარი იმაზე, რომ ინსტიტუციური ცვლილებები თუ იქნება ეს დაკავშირებული იქნება კორუფციასთან, თუ ვინმე თანამდებობიდან შეიცვლება ეს იქნება კორუფციასთან ბრძოლის გამოვლინება – ეს ასე არ არის. კადრების როტაცია ეს მუდმივი პროცესია. ის განაცხადი, რაც კორუფციასთან ბრძოლას ეხებოდა გაამყარებს იმ რეიტინგებს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გვაქვს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ “ქრონიკაში” ჩართვისას.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგები აქვს, თუმცა, ამბიცია უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები