“ნატო არ შეიძლება, იყოს აშშ-ის პრეზიდენტის ახირებაზე დამოკიდებული” – ბორელი ტრამპის სიტყვებზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ნატო აშშ-ის  პრეზიდენტის ახირებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

ამის შესახებ მან დონალდ ტრამპის სიტყვების კომენტირებისას თქვა, რომელმაც სამხრეთ კაროლინაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლის წინაშე გაიხსენა, რომ ნატოს ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს ლიდერს უთხრა, რომ თუ ალიანსის წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს ამ ქვეყანაზე თავდასხმაზე რუსეთს წაახალისებდა.

„ნატო არ შეიძლება, იყოს à la carte სამხედრო ალიანსი, რომელიც ექვემდებარება აშშ-ის პრეზიდენტის ახირებას. ნატოს ქვეყნებს არ შეუძლიათ თქვან დღეს “კი” და ხვალ – “არა”, როდესაც საუბარი ალიანსის დაცვას შეეხება. ის ან არსებობს ან არ არსებობს”, – თქვა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები