“წავახალისებ რუსეთს, რომ ნატოს ქვეყანას დაესხას და გააკეთოს, რაც მოუნდება” – ტრამპმა ნატოს ლიდერებთან საუბარი გაიხსენა

აშშ-ს პრეზიდენტად ყოფნის დროს დონალდ ტრამპი ნატოში მოკავშირეებს აშინებდა, რომ წაახალისებდა რუსეთს „გაეკეთებინა ყველაფერი, რაც მოესურვებოდა” იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსის წინაშე ვალდებულებებს არ შეასრულებდნენ.

ამის შესხებ მან წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სამხრეთ კაროლინაში თქვა.

„ჩემს გამოჩენამდე ნატო გაკოტრებული იყო. მე ვთქვი: „ყველა გადაიხდის“. მათ თქვეს: „თუ არ გადავიხდით, თქვენ ხომ მაინც დაგვიცავთ?“ მე ვუპასუხე: „ნამდვილად არა“. მათთვის ეს დაუჯერებელი იყო”, – თქვა მან.

როგორც ტრამპმა გაიხსენა, რუსეთის შესახებ შენიშვნა ნატოს ლიდერების ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, „ერთ-ერთი დიდი ქვეყნის“ ლიდერმა წარმოადგინა ჰიპოთეტური სიტუაცია, როდესაც ის არ ასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებებს ნატოს ფარგლებში და მას თავს მოსკოვი ესხმის.

ტრამპის თქმით, ეს ლიდერი დაინტერესდა, ასეთი სცენარის შემთვევაში მათ დასახმარებლად მოვიდოდა თუ აშშ.

„მე ვუთხარი: თქვენ არ გადაიხადეთ, ვადას გადააცილეთ? არა. ასეთ შემთხვევაში მე თქვენ არ დაგიცავთ, მეტიც, წავახალისებ ყველაფერი გააკეთონ, რაც მოუნდებათ. უნდა გადაიხადოთ”,- თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები