“სომხეთმა კუხო-ში წევრობას შესაძლოა, გადახედოს, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანება არ განიხილება” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) წევრობის საკითხს შესაძლოა, გადახედოს, მაგრამ ნატოში გაწევრიანება არ განიხილება.

ამის შესახებ მან The Telegraph-თან ინტერვიუში თქვა.

„სომხეთში გარკვეული დებატებია იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ალიანსზე დაფუძნებული სტრატეგია ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, მისი თქმით, სომხეთის ნატოში გაწევრიანება „არ არის ის საკითხი, რომელსაც განვიხილავდით ან განვიხილავთ“.

ფაშინიანმა ადრეც მიანიშნა, რომ “კუხო”-დან გასვლის შესაძლებლობას განიხილავს, თუ მიხვდება, რომ ის ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს.

მას, ასევე, უთქვამს, რომ სომხეთი ვეღარ დაეყრდნობა რუსეთს, როგორც მთავარ თავდაცვით და სამხედრო პარტნიორს, რადგან კრემლმა ერევნის მოლოდინი ბევრჯერ არ გაამართლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები