ათენში აქციაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესაძლო დაკანონება გააპროტესტეს

ათენის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შეკრებილები ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესაძლო დაკანონებას აპროტესტებდნენ.

ამის შესახებ AP წერს.

საბერძნეთის პარლამენტში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს კენჭს რამდენიმე დღეში უყრიან.

მისი დამტკიცების შემთხვევაში, საბერძნეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებლური მრწამსის არის და რომელშიც ერთნაირსქესიანთა ქორწინება იქნება დაშვებული.

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დაადასტურა, რომ მთავრობა ასეთი ქორწინების დაშვებას აპირებს, ასევე, ასეთი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებლობას.

ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მთავრობის ამ ინიციატივას მხარს, თითქმის, 55% უჭერს მხარს.

საპროტესტო აქცია რელიგიური ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული. მათი თქმით, კანონპროექტი ტრადიციულ ოჯახს უქმნის საფრთხეს. შეკრებილები სკანდირებდნენ: „მოაშორეთ ხელები ჩვენს შვილებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები