ირაკლი კობახიძე: პირველი ვიცეპრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს; თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცეპრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცეპრემიერის უფლებამოსილება

პირველი ვიცეპრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს; თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცეპრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცეპრემიერის უფლებამოსილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება.

ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის მადლობა გადაუხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი წარმატებები უსურვა.

„მოგესალმებით. დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის.

რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა, გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცეპრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა, ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცეპრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცეპრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები