ამიგდალა – ტვინის უცნაური ნაწილი, რომელიც ჩვენი ქცევის მოტივაციას განსაზღვრავს

ჰემისფეროს თხემის ნაწილში არის ასე 2-მილიმეტრიანი ზომის კუნძული, ამიგდალა ჰქვია. ტვინის ეს ნაწილი ძალიან საინტერესო და უცნაურია და ჩვენი ქცევის მოტივაციასაც დიდწილად განსაზღვრავს.

ჯერ ის უნდა ვთქვათ, რომ თურმე ქალებს და კაცებს განსხვავებული ამიგდალა გვაქვს, არსებობს ტვინის ამ ნაწილის გაზრდისა და შემცირების პერიოდები და მეტიც, იბადებიან ადამიანები მის გარეშეც.

მოკლედ, ეს პატარა კუნძული პასუხისმგებელია რამდენიმე ამბავზე ერთდროულად და ესენია: შიში, თანაგრძნობის უნარი, აგრესია, შფოთვა, ალკოჰოლიზმი და ნარკოდამოკიდებულება და ასე შემდეგ.

ახლა რანაირად მუშაობს ამიგდალა და უცნაური კავშირია შიშსა და თანაგრძნობას შორის.

რაც უფრო მცირეა ამიგდალა, მით ნაკლებად აქვს ადამიანს შიშის განცდა, მაგრამ მეტად აქვს თანაგრძნობის უნარი.

საინტერესოა, რომ ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ კაცებს უფრო მოზრდილი ამიგდალა აქვთ და ქალებს შედარებით მცირე, ამასთანავე, ვთქვათ, სექსმუშაკ ქალებს უფრო მოზრდილი აქვთ, ვიდრე დანარჩენებს და სპეცრაზმელ კაცებს უფრო მცირე, ვიდრე ასევე დანარჩენებს. შესაბამისად, ამ სქემას თუ დავადებთ ჩვენ ირგვლივ არსებულ რაღაც მოვლენებს, აღმოვაჩენთ საინტერესო რამეს, რომ ქალები ბევრად გამბედავები არიან სინამდვილეში; კაცებს მეტად შეუძლიათ თანაგრძნობა (საინტერესო ფენომენია, რომ კაცს შეუძლია საყვარელი ქალის შვილი შვილივით შეიყვაროს, ქალს ეს არ გამოსდის) და კიდევ ერთი უმთავრესი, პოლიტიკურ კონტექსტს რომ მოვარგოთ:

რაც უფრო შიშსა და სტრესში გყავს, ვთქვათ, ხელისუფალი, მით მეტად იჩენს თანაგრძნობას, დიქტატორების შემთხვევაში კი, როდესაც ისინი ასეთები არ იყვნენ, პროცესი თანდათან ვითარდება და ადამიანი მონსტრი ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცას შეეჩვია, ამ შეჩვევაში დაეხმარა ერთი პატარა ნაგლეჯი – ამიგდალა, რომელიც ყველა ადამიანის ტვინში დამოუკიდებლად მოქმედებს (და კიდევ ერთი ექსპერიმენტით, მისი ზომების გაზრდა-შემცირება სავსებით შესაძლებელია სპეციალური წვრთნით).

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები