„ჯორჯიან მანგანეზი“ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით ხურავს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო დროებით დაიხურება.

კომპანიის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება გახდა, რამაც სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა.

„ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო. კერძოდ, უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა.

ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ.

თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება“, – აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები