ოკუპანტებმა ხურვალეთიდან დავით ვანიშვილი გაიტაცეს

 რუსმა ოკუპანტებმა დავით ვანიშვილი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აღნიშნული პიროვნება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადმოვიდა. მათივე განმარტებით, იგი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეამჩნიეს და სახლში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ვანიშვილი ოკუპანტებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. როგორც „კვირას“ შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური დასტური არაა, თუმცა ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია. „ოფიციალური დასტური არ გვაქვს, თუმცა ჩვენ მიერ ყველა ზომა მიღებულია. ასევე, ჩვენ მიერ ჩართულია ეუთოს სადამკვირვებლო მისია“, – აღნიშნა გოჩა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები