„ერთად უამრავი ბედნიერი წუთი გვქონია“ – სათქმელი წლების გადასახედიდან და ფალიანების დიდ ოჯახთან ერთად მოგზაურობა „სხვა“ სამყაროში

ბავშვობიდანვე უყვარდა ხელოვნება. საქართველოში პირველი ბავშვთა ექსპერიმენტული თეატრ-სტუდიის წევრი იყო. მიიღო უამრავი სიგელი და ჯილდო. ბავშვობიდანვე წერდა ლექსებს, ასევე ჯერ კიდევ ბავშვობაში  განასახიერა სხვადასხვა როლი.
დაამთავრ თბილისის 134-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი დასრულების შემდეგ, 1985 წელს, გაანაწილეს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში, სადაც არაერთი მთავარი როლი შეასრულა.
1989 წელს დაუბრუნდ დედაქალაქს და განაგრძო მუშაობა თენგიზ ჩანტლაძის სახელობის იუმორისა და სატირის სახელმწიფო თეატრში მსახიობად.
პერიოდულად იბეჭდებოდსხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში, 1991 წელს გამოვიდა პირველი ლექსების კრებული მე გაპატიებ“,  მანანა ასათიანის რედაქტორობით. 1997 წელს ჩააბარ ეკოლოგიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ერთხანს მუშაობდა  ჟურნალ ნიანგისრედაქციაში. ქონდა საავტორო გადაცემაოაზისი“,  ტელეკომპანია ევრიკაზე“.
2012 წელს გამოვიდა მეორე ლექსების კრებული მირანლალიანი“. ამავე წელს გაიტაცა ხელნაკეთი ნივთების შექმნამ, მისივე დიზაინით და მხატვრობით, რომელსაც დღემდე ქმნი. – მსახიობის, პოეტისა და ხელოვანის, ლალი აბშილავას პერსონა.

– დედ-მამას შვიდი წელი, შვილი არ უჩნდებოდათ, უფლის საჩუქარივით მოვევლინე ამ ქვეყანას, ჩემი მოვლინების შემდეგ შეეძინათ ჩემი და-ძმა, მაგრამ, როგორც პირველ მერცხალს, ზედმეტად მანებივრებდნენ, ძალიან პატარა ასაკში მასწავლიდნენ ზეპირად, დიდტანიან ლექსებს, რაც ძალიან ეამაყებოდათ.
ერთხელ საბავშვო ბაღში კატა ვერ დავხატე, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ თურმე ვერ ვხედავდი. უდიდესი პროგრესირებადი მინუსი მქონდა ორივე თვალზე. მაშინვე დაიწყეს მშობლებმა ზრუნვა და საქართველოში პირველი ბავშვი ვიყავი, რომელსაც ლინზები გაუკეთდა 5 წლის ასაკში, ასი პროცენტიდან ნახევარი რომ დამენახა.
მერე შემიყვანეს ცეკვაზე, მუსიკაზე და კარგი მონაცემები აღმომაჩნდა.
– დადიოდით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში (ყოფილი პიონერთა სასახლე) და პირველი ბავშვთა ექსპერიმენტული თეატრ-სტუდიის წევრიც იყავით…
– პიონერთა სასახლეში ათი წელი დავდიოდი, ინეზა აბესაძესთან, გივი ჭიჭინაძესთან და ზორა ეგუტიასთან თეატრალურ  წრეზე. ვმონაწილეობდი ყველა ღონისძიებასა და კონკურსში, ვარ მერვე საკავშირო ოლიმპიადის ლაურეატი და პროექტ „თეატრი და ბავშვები” – გამარჯვებული.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და არ შემიძლია, არ გამოვყო ვარსკვლავებთან შეხვედრები, ესენი იყვნენ: სესილია თაყაიშვილი, რომელმაც თავად დამაჯილდოვა დიპლომით, ჟანეტა არჩვაძე, გრიგოლ კოსტავა, ოთარ კობერიძე, მედეა ჩახავა, მედეა ჯაფარიძე, ლეილა აბაშიძე, ჯემალ მონიავა და სხვები.. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, პატარა მსახიობებისთვის, პროფესიული რჩევა-დარიგებები.
თეატრ-სტუდიაში დაიდგა გ. ქავთარაძის და რ. სტურუას პიესა „ბრალდება“, რეჟისორი ო. მაცაბერიძე-მიქელაძე. ვითამაშეთ მარჯანიშვილის თეატრში, სადაც წარმატება მოვიპოვეთ, მოგვნათლეს კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში მსახიობად, გრიმით.
თბილისის 134 – ე საშუალო სკოლა დაამთავრეთ…
– სკოლაში სწავლის პერიოდში, ვთხოვე ბებიას სააღდგომო ლიტანიობაზე წაყვანა, მან, რა თქმა უნდა, თხოვნა შემისრულა. ქაშუეთის ტაძარში ყოფნისას, ტელევიზია მოულოდნელად მოვიდა და ბავშვი რომ დამინახეს, გამომაჭენეს ტელევიზიით, ამას მოჰყვა ჩემი პიონერთა რიგებიდან გარიცხვა. ერთი თვის შემდეგ, საჩვენებელი გაკვეთილი უნდა ჩატარებულიყო სკოლაში და მე, როგორც კარგი მკითხველი, უნდა გამოვსულიყავი. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა, ვინ „შემიბრალა” და ისევ მიმიღეს პიონერთა რიგებში…
 თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩააბარეთ, საიდანაც 1985 წელს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში განაწილებით მოხვდით. იქ არაერთი მთავარი როლი შეასრულეთ…
– ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში განაწილებით მოვხვდი. მომიწია მუშაობა რეჟისორებთან, შალვა ჩერქეზიშვილთან, ანზორ გვაძაბიასთან, ლერი პაქსაშვილთან და შოთა კობიძესთან.
პირველი როლი – თეიმურაზ ქურდოვანიძის პიესაში „მომიძიე ხასხასა ბალახში“ – ბაქი ვითამაშე, რეჟისორი ანზორ გვაძაბია გახლდათ, ბაქის როლი ჩემთვის სადიპლომო იყო, კულტურის სამინისტროდან ჩამოვიდნენ შესაფასებლად: ბატონი ვაჟა ძიგუა, ქალბატონი ლილი იოსელიანი, პიესის ავტორი და „მოამბის“ ჯგუფი.
ამ როლმა სხვა მთავარი როლებიც მოიყოლა: ევგენი შვარცის „ჩვეულებრივი სასწაული“ – მეფის ასული, რეჟ, ა. გვაძაბია; გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ – მეფის ასული მზია. რეჟ, შ. ჩერქეზიშვილი;  მ. ხეთაგურის „თეთრი პალატა“ – ნანა, რეჟ, ა. გვაძაბია; გ. ბათიაშვილის „წერილები შვილებს“ – თამრიკო, კომბლე – კოწო, რეჟ, ლ.პაქსაშვილი;   „ოხ, ეს მსახიობები“ – მსახიობი ქალი, რეჟ, შ.კობიძე.
– იყავით თენგიზ ჩანტლაძის სახელობის  იუმორისა და სატირის სახელმწიფო თეატრის მსახიობი…
– თენგიზ ჩანტლაძის თეატრში გამოვარჩევდი ორ როლს: პირველი იყო ნოდარ დუმბაძის  „მზიანი ღამე“, რეჟისორი ნანა დემეტრაშვილი. ვთამაშობდი – პარტიზანს, სადაც სცენაზე ჩემი გზის დამლოცავი და  მასწავლებელი, შეუდარებელი გივი ჭიჭინაძე და თავად მე, ნამოწაფარი, ვთამაშობდით ერთად;
„მდგმურები“ – რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე.  ვთამაშობდი ზაირა ჩანტლაძის საყვარელ – თხას, რომელიც პლასტიკაში იყო გადაწყვეტილი, რაც ძალიან მოსწონდა მაყურებელს.
1991 წელს გამოეცი  ლექსების პირველი კრებული  „მე გაპატიებ“,  რომლის რედაქტორიც იყო მანანა ასათიანი. როგორ დაიბადა ეს წიგნი?
– პერიოდულად ვიბეჭდებოდი ჟურნალ-გაზეთებში და არ ვაპირებდი წიგნის გამოცემას, რადგანაც დიდ პასუხისმგებლობად მიმაჩნდა მკითხველის წინაშე ლექსების გაცხადება, თანაც საქართველოში, სადაც ამდენი ბუმბერაზი პოეტი გვყავს. ამიტომ აზრი ქალბატონ ბიეტა აბშილავას, ბატონ გურამ გეგეჭკორს, მიშა ქურდიანს და გივი ჭიჭინაძეს ვკითხე. მათ მირჩიეს, ლექსები მიმეტანა გამომცემლობა „მერანში“. ბევრი განხილვის შემდეგ ქალბატონ მანანა ასათიანს შევხვდი, რომლის რედაქტორობითაც დაიბადა პირველი ლექსების კრებული –  „მე გაპატიებ“.  ჩემი ლექსების ლირიკული გმირი იმთავითვე ცნობილი იყო – ჩემი კურსელი მირან ფალიანი.
– ერთხანს ეკოლოგიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდით… თეატრიდან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლეთ… მოგიწიათ მუშაობამ  ჟურნალ ნიანგისრედაქციაში. ასევე გქონდათ საავტორო გადაცემა
– ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციაში ერთი წელი დავყავი, არაჩვეულებრივი ადამიანები დამხვდნენ: ბატონი ზაურ ბოლქვაძე და ქალბატონი სოფა ციციშვილი, ვანო ცინცაძე და სხვები… რა თქმა უნდა, ყველა ხელს მიწყობდა, რომ თეატრშიც მემუშავა.
ერთ კურიოზს გავიხსენებდი: ყველა შვებულებაში გავიდა, მოგეხსენებათ, რედაქციის დაკეტვა არ შეიძლებოდა, დამტოვეს მორიგედ ბატონ ზაურ ბოლქვაძის კაბინეტში, უამრავ ტელეფონთან ერთად. თან დამარიგეს, ეს სამთავრობო ტელეფონია და უნდა უპასუხო, რასაც გეტყვიან, ჩვენ დაგვირეკავ და გადმოგვცემო. ასევე „ნიანგის“ კორესპონდენტები მასალებს ჩაგაბარებენ და ადგილზე უნდა დახვდეო.
მეც შევიფერე „თანამდებობა“, სხვა რა გზა მქონდა, უცებ კარი გაიღო და ვიღაცამ: ბოდიში,  შემეშალაო, – მომაძახა და კარი გაიჯახუნა, ორი წუთის შემდეგ ისევ შემოაღო, კიდევ ბოდიშიო, ისევ მიიხურა კარი, მესამედაც რომ შემოაღო, ფეხზე წამოვდექი, ბოდიში, „ნიანგის“ რედაქცია სხვაგან ხომ არ გადავიდაო, მკითხა. მე გამეღიმა, ჩემ  წინ ზუგდიდის თეატრის დირექტორი ანზორ ბარამია იდგა, რომელიც ჟურნალ „ნიანგის“ კორესპონდენტიც ყოფილა და მასალის ჩაბარება სურდა. თვალებს არ უჯერებდა, რომ მისი თეატრის მსახიობი, ახლა „ნიანგის“ რედაქციის რედაქტორის კაბინეტში ვიჯექი.
ამ ადამიანებმა წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში, ბევრ მასალას გავეცანი და ამან განაპირობა ჟურნალისტიკაზე ფიქრი და ჩაბარების სურვილი.შემდეგ უნივერსიტეტში, ლიტერატურულ საღამოებზე, გამოვდიოდი და ვხედავდი, გარშემო უამრავი ნიჭიერი ადამიანი იყო, კულისებში. გადავწყვიტე, გადაცემა გამეკეთებინა მათთვის, რომ ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილიყო, ეს იყო იდეა, რომელიც უნივერსიტეტში ხმამაღლა გავაჟღერე. მხარი დამიჭირა მეგობარმა ერეკლე საღლიანმა და გავაკეთე ჩემი საავტორო გადაცემა ტელეკომპანია „ევრიკაზე“, სახელწოდებით, „ოაზისი“, რომლის წამყვანიც თავად გახლდით.
2012 წელს გამოვიდა მეორე ლექსების კრებული მირანლალიანი“, თქვენი და თქვენი მეუღლის, პოეტის და მხატვრის – მირან ფალიანის ლექსთა კრებული. როგორ შეიქმნა ეს წიგნი?
–  ლექსებს ორივე ვწერდით, მაგრამ წიგნზე არ ვფიქრობდით, რადგან ლექსები ისე გაბნეული იყო სახლში, რომ მისი მოძებნა „შერლოკ ჰოლმსსაც“ გაუჭირდებოდა. ჩვენს ოჯახში ხელოვანი ადამიანები და პოეტი მეგობრები ხშირად თავს იყრიდნენ, ნინო სიხარულიძე აღმოჩნდა ის პოეტი მეგობარი, რომელმაც ითავა ლექსების მოძებნა, რომლის რედაქტორიც თავად გახლავთ. რაც შეეხება სათაურს, წიგნს „მირანლალიანი“  მე დავარქვი.
–  მეუღლე…
–  ჩემი თვალით დანახული მეუღლე  განსაკუთრებულია,  ნიჭიერებით, პოეზიით, მხატვრობით, თბილი და ამავდროულად გამორჩეული – თავისი ბარიტონით, ოჯახის, მოყვასის, ნათესავების, ზოგადად, ადამიანების მოსიყვარულე, რომელმაც არ იცის, რა არის სიძულვილი…
ერთად უამრავი ბედნიერი წუთი გვქონია, უამრავი პოეზიის საღამო, მოსიყვარულე მეგობრების გარემოცვა.. აბა, დილა ლექსით რომ დაიწყება, როგორ გინდა, ცუდ გუნებაზე გაიღვიძო? საღამო მხატვრობით მთავრდება ხოლმე.
– ათ წელზე მეტია, თქვენი დიზაინით და მხატვრობით ხელნაკეთ ნივთებს ქმნით…
–  ჩემს ნამუშევრებს სული ვაჩუქე და მიჭირს გამოყოფა, რადგან თითოეული იმ ხასიათს ავლენს, შექმნის დროს როგორ ხასიათზეც ვიყავი. შვილებივით ველაპარაკები და ვუფრთხილდები მათ.

ფალიანების ოჯახი

– ფალიანების ოჯახი ხელოვნებით და პოეზიით საზრდოობს… ოთარი ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტია… ალბათ სხვა განცდაა, როდესაც ერთმანეთს უსმენთ, ერთმანეთის შთაგონების მხილველნი და ზიარნი ხართ…
– დიახ, ოთარი პოეტია, ყველაზე რთული და, ამავდროულად, საინტერესოა, ერთ ოჯახში სამივე წერდეს, რადგან ლიტერატურულ დებატებს და აზრის სხვადასხვაობას კამათიც თან ახლავს. ურთიერთშეჯერებას დრო სჭირდება, მაგრამ ბედნიერებაა, როცა პირველი მკითხველი ხარ.
– წელს იუბილარი ხართ…  გილოცავთ 60 წლის იუბილეს.  წლების გადასახედიდან – სათქმელი?
– წლების გადასახედიდან, უპირველესად, მადლობა მინდა ვუთხრა უფალს, რომ მომცა შესაძლებლობა, ამ სამყაროში მემოგზაურა, შემახვედრა კარგ ადამიანებს თავისი შუქ-ჩრდილებით, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს  ჩემი ცხოვრების გზასავალზე… მადლობა მათ ყველაფრისთვის.

 

                                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები