ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენს ძვირფასს ოპოზიციას საშუალება არ მიეცემა, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესის ტორპედირება მოახდინოს

“ჩვენს ძვირფასს ოპოზიციას საშუალება არ მიეცემა, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესის ტორპედირება მოახდინოს, როგორც ამას კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს აკეთებდნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია 9 დათქმის შესასრულებელი პროცესის დაზიანებას ცდილობს.

„მათი დღევანდელი კაკაფონია მიმართულია იქითკენ, რომ ის პროცესი წინმსწრებად დააზიანონ, რაც ამ წლის განმავლობაში წარიმართება. როგორც უნდა წარიმართოს რეკომენდაციების შესრულების პროცესი, ეს მთავრობის გეგმით არის გაწერილი, რაც შეთანხმებულია ევროკომისიასთან და პროცესი სწორედ ამ გეგმის შესაბამისად წარიმართება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები