კობახიძე: კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ მაქსიმალურად გაეძარცვა საკუთარი ქვეყანა
კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც არათუ ქველმოქმედებას არ ეწეოდა საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაეძარცვა საკუთარი ქვეყანა, სახელმწიფო, თანამოქალაქეები. ბიზნესის რეკეტი, ჯარის ძარცვა, ახლა უკვე ევროპელი პენსიონერების ძარცვა არის ის, რაც არის კეზერაშვილის წარსული და აწმყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას” განუცხადა.
„ამას მე ვუწოდე „ნაცური თავხედობა“ და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს მას პასუხი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების სტანდარტების ფარგლებში, მაგრამ კანონის მთელი სიმკაცრით. უბრალოდ, არ შეიძლება ასე მარტივად იმის მოთმენა, რომ ყაჩაღი კეზერაშვილი აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით, ეს არის უბრალოდ, „ნაცური თავხედობა”, – განაცხადა კობახიძემ.