ბენიამინ ნეთანიაჰუ: მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი ფასისა, რომელსაც ომი ჩვენგან მოითხოვს, ის უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე
ჩვენ ომში ვართ იმისთვის, რომ ვიარსებოთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი ფასისა, რომელსაც ომი ჩვენგან მოითხოვს, ჩვენი დაღუპული ქალიშვილებისა და ვაჟების სახით, ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელელი მძევლების გადასარჩენად. მისი თქმით, ისრაელის სამხედროების მიერ ღაზაში ძალის გამოყენება აუცილებელი იყო მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად.