“ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მის მხარდასაჭერად გადაწყვიტა” – კრემლი
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ევროკავშირის ლიდერების მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა.
„ევროკავშირი ისედაც გადის მძიმე ეტაპს თავის ისტორიაში – როგორც ამ კავშირის ფუნქციონირების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზებული გადაწყვეტილება და ევროკავშირის სურვილი ამ ქვეყნებისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინოს. ასეთ ახალ წევრებს რეალურად შეუძლიათ ევროკავშირის დესტაბილიზაცია“, – თქვა მან.
პესკოვის თქმით, „ამჟამად“ არც უკრაინა და არც მოლდოვა არ აკმაყოფილებენ კავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რომლებიც „ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა საკმაოდ მკაცრი“.