კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გუშინ გაჩნდა.
რამ გამოიწვია ხანძარი და რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ამ ეტაპზე, უცნობია.