უკრაინელების თითქმის 45% მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებას უჭერს მხარს – გამოკითხვა

უკრაინელების 44% მიიჩნევს, რომ რუსეთთან ომი მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს.

ქვეყნის მოქალაქეთა განწყობა “რეიტინგის ჯგუფის” მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, – წერს Strana.

კერძოდ, გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ საჭიროა მესამე ქვეყნების ჩართულობით მოლაპარაკებებში კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, კიდევ ერთი პროცენტი მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსეთის მოთხოვნებზე დათანხმება.

ამავე დროს, გამოკითხულთა 48% ამბობს, რომ საჭიროა ბრძოლა ტერიტორიების გათავისუფლებამდე. გასულ ზამთარს და ზაფხულში ამ აზრს 60% ემხრობოდა.

კომპრომისის უფრო მეტი მომხრეა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში – 18-35 წლამდე (45%) და ქვეყნის აღმოსავლეთში (51%).

ომის გაგრძელების მომხრეები არიან უფროს ჯგუფში – 36-50 წლის და ქვეყნის დასავლეთში (თითოეული – 50%).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები