გორგასლის ქუჩაზე გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობიდან რუსთავის გზატკეცილამდე, 2500 გრძივ მეტრზე საგზაო მონიშვნების დახაზვა მიმდინარეობს.

“თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, სამუშაოები ორკომპონენტიანი ცივი პლასტის საღებავით სრულდება, რომლის მედეგობა (გამძლეობა) მინიმუმ სამი წლის ვადით განისაზღვრება. იხაზება გზის გამყოფი ზოლები, მოძრაობის მანიშნებელი კუნძულები, „სდექ“ ხაზები, ისრები და ქვეითთა გადასასვლელები.
გზის დახაზვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით ასრულებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები