გიორგი იმედაშვილი: ლევან ხაბეიშვილმა პოსტი უნდა დატოვოს
“მორალური ქმედება, რაც ხაბეიშვილმა ჩაიდინა, აუცილებლად პასუხს მიიღებს”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი იმედაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს.
“მორალური ქმედება, რაც ხაბეიშვილმა ჩაიდინა, აუცილებლად პასუხს მიიღებს არა მარტო იმ ადამიანების მხრიდან, რომელსაც ის თვლის საკუთარ მოწინააღმდეგეებად, არამედ, ასევე იმ ადამიანების მხრიდანაც, რომელიც მან დანიშნა პარტიის შიგნით. მოლოდინი მაქვს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ეყოფა ძალა აგრძნობინოს ადამიანს, რომ სამარცხვინოა და მან უნდა დატოვოს პოსტი, რომელსაც არ შეესაბამება, ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ უფრო მეტი ადამიანი აიმაღლებს ხმას და ეს ადამიანი დარჩება თავმჯდომარის პოსტის გარეშე”, – განაცხადა გიორგი იმედაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინწინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი. აღნიშნულს პარტიის წევრების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.