ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 14 მაისს დაკავებული ლევან პეტრიაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-მ უკანონო პატიმრობიდან 37 წლის რუსთავის მკვიდრი, ლევან პეტრიაშვილი გაათავისუფლა.

14 მაისს უკანონოდ დაკავებულ პეტრიაშვილს ბრალად “საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდა”.

როგორც ე.წ. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, 27 ივლისს ცხინვალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ პეტრიაშვილი დამნაშავედ ცნო და 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

15 ნოემბერს კი, უკანონოდ დაკისრებული სასჯელის ვადის გასვლის გამო, ის ქართულ მხარეს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები