საბჭოთა კავშირიდან გაქცევის ისტორია – სტანისლავ კურილოვი

1974 წლის დეკემბერში მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებში სენსაციური ამბავი გამოჩნდა: „სსრკ-დან გაქცევა. საბჭოთა კავშირის მოქალაქე ლაინერიდან წყნარ ოკეანეში გაუჩინარდა“.

დეტალებს შორის მითითებული იყო, რომ კაცმა დაფარა, დაახლოებით, ასი კილომეტრი საკვების, წყლისა და დასვენების გარეშე და მიაღწია ფილიპინებს. Როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო?

ოკეანოლოგ სტანისლავ კურილოვს ძალიან სურდა სსრკ-ს დატოვება. იმდენადაც კი, რომ ვერც „რკინის ფარდამ“, ვერც საზღვარგარეთ მოგზაურობის შეზღუდვამ, ვერც ღამემ და ვერც უცნობმა წყლებმა ვერ შეაჩერეს.

სტანისლავ ვასილიევიჩ კურილოვი 1936 წელს ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი) დაიბადა. მან ცურვა ბავშვობიდან დაიწყო. უკვე 10 წლის ასაკში კურილოვმა მდინარე ირტიშის გადაცურვა მოახერხა. პედაგოგიურ ინსტიტუტში სოციალური ფსიქოლოგიის შესწავლის შემდეგ, სტანისლავ კურილოვი გადავიდა საზღვაო სკოლაში, დაამთავრა იგი და შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის მეტეოროლოგიური ინსტიტუტი, ოკეანოგრაფიის სპეციალობით.

სკოლის დამთავრების შემდეგ ის მუშაობდა ლენინგრადის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის ფილიალში და ვლადივოსტოკის საზღვაო ბიოლოგიის ინსტიტუტში ასწავლიდა. სწორედ ამ დროს დაინტერესდა ის იოგით და ამ კულტურის შესწავლა დაიწყო.

Stanislav Kurilov, The Soviet That Jumped Off A Cruise Ship And Swam For 3  Days To Escape The USSR.

კურილოვს ძალიან უნდოდა საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლა, მაგრამ მას, სხვადასხვა მიზეზის გამო, ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ. ერთ-ერთი მიზეზი შემდეგი იყო: მამაკაცს საზღვარგარეთ ნათესავები ჰყავდა. მისი და ინდოელზე დაქორწინდა და ჯერ ინდოეთში, შემდეგ კი,  კანადაში ცხოვრობდა.

1974 წლის 8 დეკემბერს გემი „საბჭოთა კავშირი“ ვლადივოსტოკიდან დაიძრა და საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გაქცევის ისტორიაც დაიწყო. გემი ძალიან შეუფერებელი იყო გასაქცევად – მისი ფორმების გამო, გადახტომაც კი საშიში იყო, ამიტომ იქიდან თავის დაღწევა არც ისე მარტივი გახლდათ.

თუმცა, გემზე მაინც იყო ერთი ადგილი, საიდანაც გადახტომა შეიძლებოდა. 13 დეკემბრის ღამეს, როდესაც გემი 100 კილომეტრის მანძილზე იყო ფილიპინებიდან, სტანისლავ კურილოვი წყალში გადახტა. თითქმის, 3 დღე იცურა დასვენების, ძილის, ჭამისა და სასმელი წყლის გარეშე. ამ ყველაფერში მამაკაცს იოგა დაეხმარა. თუმცა, ცხადია, ძალიან გაუმართლა კიდეც, ზვიგენების ლუკმა რომ არ გახდა.

15 დეკემბერს კურილოვმა ფეხქვეშ მიწა იგრძნო.

რასაკვირველია, გაქცეული ფილიპინების ხელისუფლების გამოძიების ცენტრში აღმოჩნდა, მაგრამ ამ ქვეყანას არ ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან, ამიტომაც კურილოვის ექსტრადიცია დღის წესრიგში არ დამდგარა. მოგვიანებით, დაუსწრებლად მიესაჯა ღალატისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ქვეყანაში, სადაც 38 წელი გაატარა. თუმცა, მას ეს აღარ აინტერესებდა. მამაკაცმა დაიწყო ცხოვრება, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა და წარმატებასაც მიაღწია სამეცნიერო საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები