ჟანნა დ’არკი და ჟილ დე რე – ისტორიის მეორე მხარე
ჟანნა დ’არკის სახელი რომ არ გაეგოს, ასეთი ადამიანი ცოტაა, მაგრამ ბევრმა არ იცის ალბათ, ვისი დამსახურებაა „ორლეანელი ქალწულის“ სახელის უკვდავყოფა.
ჟილ დე მონმორანს ლავალი, ბარონი დე რე, საფრანგეთის მარშალი და შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის „ლურჯწვერა“ პროტაგონისტი.
ჟილ დე რე იყო ასწლოვანი ომის ყველაზე სახელგანთქმული სარდალი და კარლთან ძალიან დაახლოებული უმდიდრესი დიდგვაროვანი.
სწორედ დე რემ დაუკვეთა 20529 ლექსისგან შემდგარი „ორლეანური მისტერია“ ავტორთა ჯგუფს და ყველანაირად ცდილობდა ჟანა დ’არკის სახელის უკვდავყოფას.
რატომ?
ითვლება, რომ დე რე იყო ჟანას მასწავლებელი და სულიერი დამრიგებელი, მისი მცველი და მისი ღვაწლის წარმომჩენი.
დე რემ ვერ დაიცვა ორლეანელი ქალწული ინკვიზიტორებისგან, მაგრამ შექმნა მისგან ბრენდი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უწევდა წარმოუდგენელ პოპულარიზაციას და ხალხის დიდ ნაწილს სჯეროდა კიდეც ჟანას წმინდანობის.
მაგრამ ამ ამბავს აქვს მეორე, საინტერესო მხარეც. ამბობენ, რომ ჟანას და დე რეს მხოლოდ „გამოცხადება“ კი არ აკავშირებდათ (ბარონსაც ეცხადებოდნენ თურმე ქალწული მარიამი, მთავარანგელოზი მიქაელი და სხვანი), არამედ რაღაც უფრო მიწიერიც.
დე რე პედოფილი და სერიული მკვლელი იყო (ყოველ შემთხვევაში, ამის გამო გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს, რადგან 100-ზე მეტი მოწმე დაადგა პირზე და დაუმტკიცდა 800-ზე მეტი ბავშვის მოკვლა).
დე რე დღემდე კამათის ობიექტია მკვლვარებში. ნაწილი მის უდანაშაულობას ამტკიცებს და ამბობენ, რომ ჟანა დ’არკს „მიაკლეს“, როგორც დეკეულს მამალი და 800 მსხვერპლი გამონაგონია, ნაწილი ისტორიკოსებისა კი ვარაუდობს, რომ მისტიციზმით, ნეკრომანტიით, ოკულტიზმით გატაცებული (ეს დადასტურებულია) დე რე დასასჯელი იყო და მეტიც, ჟანა დ’არკიც არ იყო მთლად ისეთი ქალწული და უმანკო სულის პატრონი, როგორადაც წარმოაჩენენო, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სწორად დაწვეს და კათოლიკურმა ეკლესიამ ტყუილად შერაცხა წმინდანადო.
ასეა-თუ-ისე, ჟანა დ’არკი დღეს ბევრად უფრო ცნობილია, ვიდრე მისი სახელის უკვდამყოფი მარშალი დე რე, ვინც სერიული მკვლელი იყო თუ არა, არ ვიცი და ფანტასტიკური PR მენეჯერი კი ნამდვილად ყოფილა.
გურამ მეგრელიშვილი