ახალციხეში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, გიორგი ბრწყინვალის ძეგლთან, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები