ღაზას სექტორში 75-წლიანი კონფლიქტის მოკლე ისტორია
ღაზა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს, რომელზეც უძველესი სავაჭრო და საზღვაო გზები გადიოდა. 1917 წლამდე ის ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა, ხოლო უკანასკნელი ასწლეულის პერიოდში ის ბრიტანეთის სამხედრო მმართველობიდან გადავიდა ეგვიპტის, შემდეგ კი, ისრაელის მმართველობაში. ახლა ღაზა წარმოადგენს შემოღობილ ანკლავს, რომელიც 2 მილიონზე მეტი პალესტინელითაა დასახლებული.
1948 წელი – ბრიტანული მმართველობა
როდესაც 1940-იანი წლების დასასრულს პალესტინაში ბრიტანული კოლონიური მმართველობის ბოლო ჟამი იდგა, ებრაელებსა და არაბებს შორის დაძაბულობა გაიზარდა. დაძაბულობის კულმინაცია ახლად ჩამოყალიბებულ ისრაელის სახელმწიფოსა და არაბ მეზობლებს შორის 1948 წელს დაწყებული იყო.
ათობით ათასმა პალესტინელმა, რომელიც საკუთარი სახლებიდან გამოყარეს, თავშესაფარი ღაზაში იპოვა. შეჭრილმა ეგვიპტის ჯარმა ვიწრო სანაპირო ზოლი დაიპყრო. მიუხედავად ლტოლვილების მუდმივი დინებისა, ღაზას მოსახლეობა ადგილზე კარგად მოეწყო და, დაახლოებით, 200 000 ადამიანს შეადგენდა.
1950 და 1960 – ეგვიპტის სამხედრო მმართველობა
ეგვიპტეს დაქვემდებარებაში ღაზას სექტორი ორი ათწლეულის განმავლობაში იმყოფებოდა. მას სამხედრო გუბერნატორი ხელმძღვანელობდა, რაც პალესტინელებს საშუალებას აძლევდა, ესწავლათ და ემუშავათ ეგვიპტეში. შეიარაღებული პალესტინელები – „ფიდაები“ – რომელთაგან უმრავლესობა ლტოლვილი იყო, ისრაელზე თავს ესხმოდნენ.
გაერომ შექმნა ლტოლვილთა სააგენტო, რომელიც, დღეის მდგომარეობით, 1.6 მილიონ დარეგისტრირებულ პალესტინელ ლტოლვის ემსახურება ღაზას სექტორში, ასევე პალესტინელებს იორდანიაში, ლიბანში, სირიასა და დასავლეთ სანაპიროზე.
1967 წელი – ომი და ისრაელის სამხედრო ოკუპაცია
ისრაელმა ღაზას სექტორი 1967 წლის ომში აიღო. იმ წლის ისრაელის მოსახლეობის აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, ღაზას სექტორის მოსახლეობა 394 000 ადამიანს მოიცავდა, რომელთაგან, სულ მცირე, 60% ლტოლვილი იყო.
ეგვიპტელების წასვლის შემდეგ ბევრი ღაზაელი ისრაელში დასაქმდა: სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე ან მომსახურების სფეროში. ისრაელის სამხედროები ტერიტორიის დასაცავად და სამართავად დარჩნენ, რაც პალესტინელების მზარდი უკმაყოფილების წყარო გახდა.
1967 წლის ომიდან 20 წლის შემდეგ პალესტინელებმა თავისი პირველი აჯანყება წამოიწყეს. ის 1987 წელს დაიწყო, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, როდესაც ისრაელის სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტომობილს, რომელსაც პალესტინელი მუშები ლტოლვილთა ბანაკში გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამას საპროტესტო აქციები, ქვებით ჩაქოლვა, გაფიცვები და საწარმოების დახურვა მოჰყვა.
აჯანყებულთა უკმაყოფილება გამოიყენეს ეგვიპტეში დაფუძნებულმა „ძმებმა მუსლიმებმა“, რომელთაც „ჰამასის“ დანაყოფი შექმნეს. „ჰამასის“ მმართველთა ბაზა ღაზას სექტორში. „ჰამასი“, რომელმაც თავი ისრაელის განადგურებას და ოკუპირებულ პალესტინაში ისლამური მმართველობის აღდგენას მიუძღვნა, იასარ არაფატის სეკულარული „ფათაჰის პარტიის“ კონკურენტი გახდა. „ფათაჰის პარტია“ პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
1993 წელი – ოსლოს შეთანხმება და პალესტინის სანახევრო ავტონომია
ისრაელმა და პალესტინელებმა1993 წელს ხელი მოაწერეს ისტორიულ სამშვიდობო ზავს, რომელმაც პალესტინის ავტონომიის შექმნა გამოიწვია. დროებითი შეთანხმების თანახმად, პალესტინელებს თავიდან შეზღუდული კონტროლი ჰქონდათ მინიჭებული ღაზას სექტორზე, ხოლო არაფატი, გაძევების შემდეგ, პირველად დაბრუნდა ღაზაში.
ოსლოს პროცესმა ახლად შექმნილ პალესტინის ხელისუფლებას გარკვეული ავტონომია მისცა და სახელმწიფოებრიობის მიღების ვადაც ხუთ წელიწადად განსაზღვრა. თუმცა, ასე არ მოხდა. ისრაელმა პალესტინელები უსაფრთხოების შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა, პალესტინელები კი, ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობის გაგრძელების გამო გაღიზიანდნენ.
„ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ აფეთქებები მოაწყვეს და ცდილობდნენ, სამშვიდობო პროცესი ჩაეშალათ, რამაც ისრაელი აიძულა, დამატებითი შეზღუდვები დაეწესებინა პალესტინელებისთვის ღაზას სექტორიდან გამოსვლისას. გარდა ამისა, „ჰამასმა“ პალესტინელების მზარდი კრიტიკა კორუფციის, ნეპოტიზმისა და არაფატის შიდა წრის არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებებისკენ მიმართა.
2000 წელი – პალესტინის მეორე ინტიფადა
2000 წელს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობა კიდევ უფრო რეგრესირდა. ამან საფუძველი ჩაუყარა აფეთქებების, თვითმკვლელი ტერორისტების და სროლების პერიოდს პალესტინელების მხრიდან. ასევე, დაიწყო ისრაელის ავიაშეტევები, შენობების ნგრევა, აკრძალული ზონების შექმნა და კომენდანტის საათი.
ერთ-ერთი „მსხვერპლი“ ღაზას საერთაშორისო აეროპორტი იყო, რომელიც პალესტინელების გაცრულებული იმედებისა და ვერშემდგარი ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო გახდა. ის პალესტინელების ერთადერთი პირდაპირი კავშირი იყო გარე სამყაროსთან, რომელსაც ისრაელი ან ეგვიპტე არ აკონტროლებდნენ.
კიდევ ერთი „მსხვერპლი“ ღაზას თევზის საწარმო გახდა, რომელიც ათობით ათასი ადამიანის შემოსავლის წყაროს წარმოადგენა. ისრაელმა ღაზას სათევზაო ზონა შეუმცირა. ეს შეზღუდვა, მათი თქმით, აუცილებელი იყო იმისთვის, რომ გაეჩერებინათ გემები, რომლებიც კონტრაბანდული იარაღის გადატანით იყვნენ დაკავებულნი.
2005 წელი – ისრაელი ღაზას თავისი მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს
2005 წლის აგვისტოში ისრაელმა ღაზადან თავისი ჯარი და მოსახლეობა გამოიყვანა. პალესტინელებმა მიტოვებული შენობები და ინფრასტრუქტურა გააადგურეს. მოსახლეობის გაყვანამ ღაზას სექტორში გადაადგილების თავისუფლება გამოიწვია, ეკონომიკური მაჩვენებლები კი გაიზარდა, ვინაიდან შეიარაღებულმა ჯგუფებმა, კონტრაბანდისტებმა და მეწარმეებმა ძალიან სწრაფად იპოვეს გზები ეგვიპტეში.
თუმცა, ჯარის გამოყვანასთან ერთად დაიხურა ფაბრიკები, სათბურები და სახელოსნოები, სადაც ღაზას მოსახლეობაც მუშაობდა.
2006 წელი – იზოლაცია „ჰამასის“ მმართველობის ქვეშ
2006 წელს „ჰამასმა“ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა პალესტინის საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო შემდეგ მთლიანად საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია მთელი ღაზას სექტორი.
საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პალესტინელებს იმ რაიონებში, რომლებსაც „ჰამასი“ აკონტროლებდა, დახმარება შეუზღუდა. ისრაელმა ათობით ათას პალესტინელს ქვეყანაში სამუშაოდ შესვლა აუკრძალა, ასევე გაანადგურა ღაზას სექტორში არსებული ერთადერთი ელექტროსადგური. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ისრაელმა და ეგვიპტემ ასევე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს ღაზას გავმშვებ პუნქტზე ხალხის და სავაჭრო საქონლის გადაადგილებაზე.
„ჰამასის“ ამბიციური გეგმები ღაზას ეკონომიკის აღმოსავლეთისაკენ გადამისამართების შესახებ, ისრაელისგან მოშორებით, მანამდე ჩაფლავდა, სანამ დაიწყებოდა
„ჰამასს“ საფრთხედ განიხილავდა ეგვიპტის სამხედრო ლიდერი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, რომელიც ხელისუფლებაში 2014 წელს მოვიდა. მან დახურა საზღვარი ღაზას სექტორთან და ააფეთქა გვირაბების უმეტესობა. კიდევ ერთი იზოლაციის შემდეგ, ღაზას ეკონომიკა საპირისპირო მიმართულებით წავიდა.
კონფლიქტის ციკლი
2023 წლამდე ყველაზე სასტიკი ბრძოლები 2014 წელს მიმდინარეობდა, როდესაც „ჰამასმა“ და სხვა ჯგუფებმა რაკეტები გაუშვეს ისრაელის ცენტრალური ქალაქების მიმართულებით. რაც შეეხება ისრაელს, მან განახორციელა საჰაერო დარტყმები და საარტილერიო დაბომბვა, რამაც ღაზას უბნები გაანადგურა. დაიღუპა 2100-ზე მეტი პალესტინელი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქე. ისრაელმა დაღუპულთა რაოდენობად 67 ჯარისკაცი და 6 სამოქალაქო პირი დაასახელა.
2023 წელი – მოულოდნელი შეტევა
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი თვლიდა, რომ იგი ომისგან დაღლილ „ჰამასს“ ღაზის მუშაკების ეკონომიკური წახალისებით აჩერებდა, დაჯგუფების წევრები ფარულად გადიოდნენ წვრთნებს.
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ მოულოდნელი დარტყმა განახორციელა ისრაელზე. გაანადგურა ქალაქები, მოკლა ასობით ადამიანი და ათობით მძევალი აიყვანა. ისრაელმა შური იძია და საჰაერო დარტყმები მიიტანა ღაზას სექტორზე, რამაც რაიონების განადგურება გამოიწვია. ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი დღე გახდა 75-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში.