კრიპტო ვალუტის ბაზრის ტოპ-8 პრობლემა და რისკი რომელიც ხელს უშლის მის განვითარებას
კრიპტო ვალუტამ სამუდამოდ შეცვალა ის, თუ როგორ ფიქრობს მილიონობით ადამიანი პირად ფინანსებსა და ბიზნესზე. ბლოკჩეინ პროექტების წყალობით, მომხმარებლებმა დეცენტრალიზებულ და უსაფრთხო გადარიცხვებზე მიიღეს წვდომა მინიმალური გადასახადებით, ამასთან, კრიპტო ვალუტის ტრეიდერებმა დიდი ოდენობით ფულის გამომუშავება დაიწყეს.
წლების განმავლობაში ციფრული აქტივები დავებს იწვევენ, ექვემდებარებიან კრიტიკას და წარმოშობენ დანაშაულებს, თუმცა ამავდროულად, ისინი წარმოქმნიან კარგი ფულის შოვნის შესაძლებლობას. ტყუილად არ იქცა კითხვა, თუ როგორ შევიძინოთ კრიპტო ვალუტები, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთხოვნად საძიებო სისტემებში უკანასკნელი წლების განმავლობაში.
კრიპტო ვალუტებში ინვესტირება სწრაფად მზარდი ბაზარია რომელსაც აქვს მაღალი უკუგების პოტენციალი, თუმცა, აგრეთვე, ახლავს მნიშვნელოვანი რისკები. ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ ძირითადი ფაქტორი რომელიც ბაზარს ამოძრავებს და სოლიდური ინვესტირების სტრატეგია.
გარანტირებული მოგების მიღებას მხოლოდ კრიპტო ტენდენციების დეტალური შესწავლა და შესაძლო რისკების ნათლად აღქმა უზრუნველყოფს. მხედველობაში იქონიეთ კრიპტო ვალუტის ბაზრის ძირითადი პრობლემები რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში ციფრული აქტივების დანერგვას უშლის ხელს.
კანონმდებლობისა და სამართლებრივი რისკების ნაკლებობა
კრიპტო ვალუტების მომავალი დამოკიდებულია მსოფლიოს ბაზრებზე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და კონკრეტული ქვეყნის რეგულატორის პოზიციაზე.
დღეს დღეისობით, კრიპტო ვალუტებს თითოეული ქვეყანა თავისებურად არეგულირებს. ერთგვაროვანი კარგად გააზრებული კრიპტო ვალუტის ბაზრის რეგულირების არარსებობა ზრდის სამომავლო გაურკვევლობებს. ბევრი ქვეყნის რეგულატორს აწუხებს, რომ კრიპტო ვალუტები ხელს შეუწყობს სპეკულაციებს ფულის გათეთრებას და სხვა არალეგალურ აქტივობებს, და შესაბამისა არ უნდა ვიჩქაროთ მათი ლეგალიზაცია.
თუმცა, კრიპტო ვალუტების მზარდი პოპულარობის კვალდაკვალ, ბევრი ქვეყნის სამთავრობო სააგენტოები იწყებენ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებს აქტიურ განვითარებას რათა დაარეგულირონ ვირტუალური ვალუტების ცირკულაცია.
ქვეყნები, რომლებმაც ვირტუალური ვალუტები დაარეგულირეს არიან – შვეიცარია, იაპონია, შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და სხვა. ჩინეთმა აკრძალა ICO-ები (პირველადი კოინის შეთავაზება – კოინების თავდაპირველი განთავსება), და გამოაცხადა, რომ ICO-ების 99% თაღლითური სქემებია.
საკანონმდებლო კრიპტო ინდუსტრიის რეგულირება აუცილებელია ინვესტირებული თანხების დაკარგვისგან და თაღლითებისგან მოქალაქეების დასაცავად. რამდენადაც არსებობს კრიპტო ვალუტის გარიგებებთან ასოცირებული რისკი, რომ მეორე მხარე უარს იტყვის საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე.
კრიპტი არის არამატერიალური ციფრული კოდი რომელსაც არ აქვს საკუთრების უფლება. დავუშვათ, ჰაკერმა ვირტუალური საფულიდან მოიპარა კრიპტო ვალუტა. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრეს არც ის შეუძლია რომ მოახდინოს ქურდის იდენტიფიცირება (ანონიმურობისა და დეცენტრალიზებულობის გამო), და არც კოინებზე უფლების დამტკიცება შეუძლია (პირადი საკუთრების კანონმდებლობის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე). ამიტომაც, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ციფრული ვალუტების რეგულატორული გამოწვევების საპასუხო ქმედებების მიღება.
ჰაკერული შეტევები და მავნე პროგრამები
ციფრულ აქტივებში უსაფრთხოების რისკები ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ახალბედებს ეშინიათ კრიპტო საზოგადოებაში შესვლა.
ჰაკერები პერიოდულად ტეხავენ კრიპტო ვალუტის საფულეებს ბირჟებსა თუ პირად ანგარიშებზე. ამავე დროს, ჰაკერები ფულის მოპარვას მნიშვნელოვანი ჰეჯ-ფონდებიდანაც კი ახერხებენ. რეგულარულ ჰაკერულ შეტევებს მივყავართ ფაქტამდე, რომ ბევრი მსხვილი ბირჟის ანგარიშებზე არ რჩება მომხმარებლებისთვის გადასახდელი ფინანსები და ისინი კოტრდებიან. ზოგი საიტის დანაკარგი ასობით მილიონ დოლარს აღწევს. ამასთან, ფულის მოპარვა ჰაკერებს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ანიჭებს არაავტორიზებულ წვდომას.
არსებულ გარემოში ჰაკერებთან ბრძოლა უკიდურესად რთულია. კიბერ შეტევების წინააღმდეგ დაცულობის დონე დღემდე დაბალია. ექსპერტების თანახმად, კრიპტო ვალუტების უსაფრთხოების პრობლემები ბაზრის სრული გაფართოების საკითხს დიდი ხნის განმავლობაში შეაფერხებს. არ არსებობს ტექნოლოგია თუ მექანიზმი რომელსაც შეუძლია კრიპტო ვალუტა ჰაკერული თავდასხმებისა და თაღლითობისგან დაიცვას.
ციფრული აქტივების მფლობელები ძალიან ფხიზლად უნდა იყონ, გამოიყენონ საიმედო ანტი-ვირუსული დაცვა, შეამოწმონ ყველა მისამართი და არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე.
მაღალი ცვალებადობა
ციფრულ აქტივებში ბაზრის ცვალებადობა ინვესტორებისთვის კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, Bitcoin-ის ღირებულების მოკლევადიანი მერყეობა ფაქტობრივად წინასწარ განუსაზღვრელია, რაც ზრდის რისკიანობას. მათ ვისაც სურთ საკუთარი კაპიტალი მკვეთრი მერყეობებისგან დაიცვას, შეუძლიათ BTC/USDT-ის გაცვლა. ეს არის სტაბილკოინი, და თითოეული გამოშვებული კოინი 100%-ით გამყარებულია დოლარით.
მაგრამ ეს არ არის არასტაბილურობის პრობლემის გადაჭრისთვის საკმარისი.
ფინანსურ ექსპერტებს შეუძლიათ დოლარის, ევროს და სხვა ფიატ ვალუტების უახლოესი მომავლის ღირებულება დააპროგნოზონ ფარდობითი სიზუსტით. თუმცა არავის შეიძლია Bitcoin-ის ხვალინდელი ფასის პროგნოზი.
Bitcoin-ის ღირებულებაში არასტაბილურობის გამომწვევი ფაქტორებია მსხვილი ტრეიდინგ მოცულობები, რეგულატორების მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივები, ვირტუალური ვალუტის სხვადასხვა კომპანიაში ინტეგრაცია და სხვა მრავალი. ამასთან, კრიპტო ვალუტის სფეროში მყოფი ექსპერტები აღნიშნავენ Bitcoin-ის გაცვლითი კურსის მგრძნობელობას ახალი ამბების მიმართ.
დღეს, კრიპტო ვალუტის კურსი დღის განმავლობაში შესაძლოა 5-10%-ით შეიცვალოს. ასეთი ინტენსიური არასტაბილურობა ინვესტირების პროცესს საკმაოდ გამომწვევს ხდის.
მაღალი არასტაბილურობა ტრეიდერებისთვის უპირატესობაა. ეს საშუალებას გაძლევთ ფული გამოიმუშაოთ რამდენიმე საათში, ან წუთშიც კი. თუმცა, სარფიანი გარიგების დადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ სპეციალური ცოდნა და უნარები გაქვთ. და მართალია, მაღალი არასტაბილურობა შეიძლება ინვესტირებისთვის მიმზიდველი ჩანდეს, კრიპტო სამყაროში ის ასოცირებულია უფრო მეტ რისკთან და დანაკარგთან ვიდრე ბენეფიტთან.
გაკოტრება და ბირჟების დახურვა
კრიპტო ვალუტის ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ კრიპტო ვალუტის ბირჟების ნახევარი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაიხურა. მათ შორის იყო პერსპექტიული პროექტებიც. როდესაც ბირჟები დაიხურა, მომხმარებლებს საკუთარი ანგარიშებიდან თანხის გამოტანის დრო არ ჰქონდათ, რამაც მრავალ მილიონ დოლარიანი დანაკარგები წარმოშვა.
ბირჟების დახურვისა და გაკოტრების ძირითადი მიზანი დაბალი მომგებიანობაა. პროექტის დამფუძნებლებმა დიდი ოდენობით თანხის ინვესტიცია უნდა მოახდინონ რათა შექმნან, განავითარონ ბირჟის ინფრასტრუქტურა და განახორციელონ სარეკლამო კამპანია. ასეთი მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, ბევრი ბირჟა ვერ უზრუნველყოფს კრიპტო ვალუტის საკმარის ბრუნვას. ბევრად უფრო დიდი ოდენობებია საჭირო საიტის სრული სერვისის უზრუნველყოფისთვის.
აგრეთვე, ბირჟები ხანდახან ტექნიკურ ჩავარდნებს განიცდიან, რის გამოც მათმა კლიენტებმა შეიძლება თანხები დაკარგონ. სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობის გამო, ზიან მიყენებული ინვესტორები ვერ ღებულობენ ანაზღაურებას.
ამგვარი რისკების თავიდან ასარიდებლად, აირჩიეთ მხოლოდ საიმედო კრიპტო ბირჟები რომლებსაც შეულახავი რეპუტაცია და მაღალი უსაფრთხოება აქვთ. WhiteBIT საიმედოობის კუთხით ტოპ სამეულ ბირჟას შორისაა და უმაღლესი AAA რეიტინგი აქვს. WhiteBIT-ი ციფრული აქტივების 96%-ს ცივ საფულეებში ინახავს და Web Application Firewall (WAF)-ს იყენებს ჰაკერების დასაბლოკად. ეს ნიშნავს რომ ფული ყოველთვის უსაფრთხოდ იქნება.
ფსიქოლოგიური ბარიერები და ინვესტირების შიში
უახლოეს წლებში კრიპტო ვალუტებში ინვესტიცია ისეთი პოპულარული გახდა რომ კრიპტო ტრეიდინგი მეინსტრიმად იქცა. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ახალგაზრდა ენთუზიასტი აქტიურად განიხილავს სხვადასხვა ციფრული აქტივის პლიუსებს და მინუსებს, მათი ინვესტირების პოტენციალს და კრიპტო ვალუტის ბაზარზე ტრენდებს. თუმცა, კრიპტო ვალუტის ინდუსტრიის განვითარების ათწლეულის შემდეგ, ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ ესმის მისი სპეციფიკა. ბუნებრივია, ამგვარი უცოდინრობა ხალხში შიშსა და უსაფრთხოების შეგრძნებას ბადებს. ეს ინფორმაციის ნაკლებობისა და დაბალი ცნობიერების დონის გამო ხდება. ბევრს არ ესმის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიღწევები და თუ როგორ მუშაობენ კრიპტო ვალუტის გამცვლელები და ელექტრო საფულეები. ზოგს ჰგონია, რომ კრიპტოში ინვესტირება სერიოზულ რისკთან არის ასოცირებული, და ზოგადად, ყველაფერი ერთი დიდი ბუშტია რომელიც ადრე თუ გვიან გასკდება. ხანდაზმული ხალხი, 50+, ფიქრობს რომ Bitcoin-ი ფინანსური პირამიდაა.
მოდით აქ ფაქტი დავამატოთ, რომ კრიპტო ვალუტა, პირველ რიგში, ფინანსური სექტორია. ამით ხალხის შიშისა და სიფრთხილის შეგრძნება ორმაგდება. არავის უნდა დაკარგოს ფული. მაშინაც კი თუ ბევრად მეტის გამომუშავებაა შესაძლებელი. თუმცა კრიპტო ვალუტის ბაზარზე წარმატებისთვის კომპლექსური თეორიული და პრაქტიკული ვარჯიშია საჭირო.
კრიპტო ვალუტის ბაზრის უკიდურესი არასტაბილურობის მიუხედავად, გრძელვადიან პერსპექტივაში ის მაინც იზრდება. რაც უფრო ადრე შეუერთდებით, მით მეტია შანსი რომ თქვენს კაპიტალს გაამრავლებთ.
გადასახადები და ფინანსური რეგულირება
ინვესტორებმა მხედველობაში უნდა მიიღონ რომ სხვადასხვა ქვეყნებში მნიშვნელოვანი გაურკვევლობა არსებობს ვირტუალური ვალუტების ცირკულირებაზე გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით. პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მოახდინა თავიანთ ეკონომიკებში კრიპტო ვალუტების ინტეგრირება. ამის გამო დამატებითი სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას გადასახადების გადახდასთან და ელექტრონული ფულის ტრანზაქციებთან დაკავშირებით.
ქსელის მასშტაბურობის პრობლემა
ციფრული ვალუტების გამოწვევები დაკავშირებულია არამხოლოდ გარე გარემოებებთან, არამედ შიდა საკითხებთანაც. ერთ-ერთი მათგანია ქსელის მასშტაბურობა. ეს გულისხმობს ფაქტს, რომ ქსელში მომხმარებლებისა და ტრანზაქციების რაოდენობის ზრდისას წარმოიქმნება მუშაობის პრობლემები. ეს ტრენდი აშკარაა Bitcoin-ის მაგალითში. პირველი კრიპტო ვალუტის ბლოკჩენი არ არის გათვლილი ასობით მილიონი ადამიანის მხრიდან ერთდროულ მოხმარებაზე. ამასთან, ქსელზე მაღალი დატვირთვისას ტრანზაქციის სიჩქარე 10 წუთიდან რამდენიმე დღემდე იზრდება, და საკომისიოები კი 30$-მდე ხტება.
რა თქმა უნდა, ვებ დეველოპერები ამ პრობლემის გადაჭრაზე დიდი ხანია მუშაობენ, მაგრამ არცერთი შემოთავაზებული ვარიანტი არ ყოფილა იდეალური. და თუკი ქსელის გაჭედვის პრობლემა გაუარესდება, ეს აისახება Bitcoin-ის, როგორც საგადახდო ინსტრუმენტის, მდგომარეობაზეც.
მაინინგის შემცირებული მომგებიანობა
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ნაკლებად მომგებიანი გახდა კრიპტო ვალუტის მაინინგი. ახლა მაინინგის ბენეფიტები მნიშვნელოვნად ნაკლებია ვიდრე რამდენიმე წლის წინ. გამოყენებული ვიდეო ბარათებისა და მათი გამოთვლითი ძალის მიხედვით, Bitcoin-ის მაინინგი თავის თავს ერთ წელში, ხოლო Ethereum-ის – ექვს თვეში ანაზღაურებს.
ახალ კრიპტო ვალუტებს, დაუყოვნებლივ გაყიდვასთან შედარებით, მეტი მოგება მოაქვთ თუ მათ მაინინგის შემდეგ დააგროვებთ. ადრე თუ გვიან, კრიპტო ვალუტის ღირებულება მკვეთრად იზრდება და თქვენ შეგიძლიათ ამით კარგი ფული გააკეთოთ, კერძოდ, თუ კოინებს მაქსიმალურ ფასად გაყიდით.
კრიპტო ვალუტის ბაზრის მთავარი გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ შემდეგ დასკვნებამდე მივდივართ. კრიპტო ვალუტები კარგი და საინტერესო გზაა მოგების მისაღებად, თუმცა მხოლოდ იმ ინვესტორებისთვისაა, რომლებიც მზად არიან რისკზე წავიდნენ. მართლაც, კრიპტო ვალუტის ბაზარზე არ არსებობს მინიმალური მომგებიანობის გარანტიები, ან ოქროს შუალედი ინვესტიციებისთვის. ნებისმიერი ინვესტორს, რომელიც კრიპტო ვალუტასთან მუშაობს, ნათლად უნდა ესმოდეს თუ რა არის ს და ჰქონდეს კარგად გააზრებული გეგმა ყველა შესაძლო სცენარისთვის.
მათ, ვისაც კრიპტო ვალუტებში ინვესტიცია სურთ ფეხი უნდა აუბან ყველა ცვლილებას სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში და გარკვეული იყონ ყველა ინოვაციაში.
აქტივების ფართო გამოკვლევა და კრიპტო ვალუტის პორტფოლიოს დივერსიფიკაცია დაგეხმარებათ პოტენციური რისკების შემცირებასა და უსაფრთხო ინვესტიციების უზრუნველყოფაში. ამასთან, აუცილებელია იმპულსური გადაწყვეტილებების თავიდან არიდება. ამის ნაცვლად, დრო დაუთმეთ სწავლას და კრიპტო ვალუტების პატერნებისა და ინდიკატორების გაგებას რომ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
თუ გსურთ თანამედროვე კრიპტო საზოგადოების ნაწილი იყოთ და თქვენი, როგორც კრიპტო ინვესტორის, მოგზაურობა დაიწყოთ, ეს საიმედო და უსაფრთხო კრიპტო ბირჟის მოძიებით დაიწყეთ. ჩვენ გირჩევთ რომ ყურადღება WhiteBIT-ზე გაამახვილოთ. ეს არის უმსხვილესი ევროპული ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3.5 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ბირჟაზე არის 350-ზე მეტი ტრეიდინგ წყვილი, 270+ აქტივი და ექვსი სახელმწიფო ვალუტა. ეს არის უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელი პლატფორმა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მასობრივი დანერგვა და კრიპტო საზოგადოების გაფართოება.
R