ვინ არის „ჰამასის“ პირველი ქალი ლიდერი, რომელიც დღეს საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს

ჯამილა ალ-შანთი – 68 წლის,  „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი, ლიკვიდირებული ისრაელის ძალოვანი სტრუქტურების მიერ. პალესტინური წყაროები ღაზას სექტორიდან ადასტურებენ ლიდერის სიკვდილს.

ჯამილა იყო ქალთა მოძრაობა „ჰამასის“ დამაარსებელი და დაჯგუფების პირველი ქალი წევრი.

2006 წელს ალ-შანთი საკანონმდებლო საბჭოს წევრად აირჩიეს.

2013 წელს დუბაის უნივერსიტეტში ალ-შანთიმ დოქტორის ხარისხი მიიღო განათლების მართვის სფეროში .

ასევე, 2013 წელს ალ-შანთი „ჰამასი“ სამთავრობო ჯგუფში აირჩიეს ქალთა საქმეების „მინისტრად“.

სახელი ალ-შანთი ცნობილი გახდა 2006 წლის 3 ნოემბერს, როდესაც მის დაქვემდებარებაში არსებულმა ქალთა მარშმა გაარღვია ღაზას სექტორში, ქალაქ ბეით-ჰანუნში ისრაელის ძალების მიერ დაცული მეჩეთი.

სამი დღის მერე, როგორც არაბული მედია იუწყება, მისი სახლი ისრაელის ჯარმა დაბომბა, რის შედეგადაც დაიღუპნენ მისი რძალი ნაჰლა ალ-შანთი და კიდევ ორი ადამიანი, რომელიც სახლთან ახლოს იმყოფებოდა. თავად ალ-შანთი გადარჩა, ვინაიდან სახლში არ იყო.

ჯამილა ალ-შანთი გახლდათ „ჰამასის“ თანადამფუძნებლის, აბდულ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი. მისი ქმარი აბდულ აზიზ ალ-რანტისი 2004 წელს მეორე ინტიფადის დროს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

საერთო ჯამში, 7 ოქტომბერს დაწყებული საომარი მოქმედებებიდან დღემდე ლიკვიდირებულია „ჰამასის“ 4 ლიდერი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები