„ჰამასის“ ტყუილი, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებასთან დაკავშირებით, აშკარა ხდება

რაც უფრო იფანტება ომის შედეგად გამოწვეული ნისლი ან, უფრო სწორად, „ჰამასის“ დეზინფორმაციის მძიმე მასა, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ: ღაზას სექტორში იერიში არა საავადმყოფოზე, არამედ მის მიმდებარედ არსებულ საპარკინგე ზონაზე მიიტანეს;  დაღუპულთა რიცხვი ათეულობითაა და არა ასეულობით; დამნაშავე იყო არა IDF, არამედ გაუმართავი რაკეტა, რომელიც „ისლამურმა ჯიჰადმა“ გამოუშვა ისრაელის მიმართულებით. ამ ყველაფერს „ჰამასი“ ძალიან მალე მიხვდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაავრცელა დეზინფორმაცია და მომხდარი ისრაელს დააბრალა.

IDF-ისთვის აუცილებელი იყო, ჩაეტარებინა გამოძიება, სანამ მათი ოფიციალური წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი საბოლოოდ განაცხადებდა, რომ ისრაელი არ არის პასუხისმგებელი საავადმყოფოში ადამიანების სიკვდილსა და ნგრევაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგვიანებით მან ჩაატარა ბრიფინგი ინგლისურ ენაზე და ასევე, გამოაქვეყნა მასალები, რომლებიც ისრაელის ვერსიას ადასტურებს.

არავის უნდა უკვირდეს, ის რომ „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტა მწყობრიდან გამოვიდა და ღაზას სექტორის მოქალაქეების სიკვდილი გამოიწვია. IDF-ის მონაცემებით, დაახლოებით, 450 რაკეტა, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ ებრაელების მიმართულებით იყო გასროლილი, ღაზას სექტორში ჩამოვარდა.

წყარო: The Time Of Israel

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები