„ჭიქა წყლის თეორია“ და სექსის 12 მცნება საბჭოთა კავშირში

20-იანი წლების საბჭოთა რუსეთში ყველაზე პოპულარული საკითხი „ჭიქა წყლის თეორია“, იყო რომელიც ლუნაჩარსკიმ „კომსომოლსკაია პრავდაში“ დაბეჭდა და კარგა ხანი კლარა ცეტკინსა და კოლონტაის მიაწერდნენ.

„ჭიქა წყლის თეორია“ ოჯახზე, სექსზე და სიყვარულზე ძალიან თავისებური, შეიძლება ითქვას, პირველყოფილი შეხედულება იყო და იმ დროინდელ საბჭოეთში ყველაზე პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა. თეორიის არსი კი პრომისკუიტეტშია – საბჭოთა ქალები და კაცები ეთანხმებოდნენ აზრს, რომ სექსი ეს არაფერია, თუ არა ჭიქა წყლის დალევა, როცა გწყურია, ოჯახი კი, სრულიად არაბუნებრივი წარმონაქმნია, რომელიც მხოლოდ 2 საბჭოთა ადამიანის დროებით იდეოლოგიურ კავშირად შეიძლება განვიხილოთ.

ცენტრალური კომიტეტის დაკვეთით, ფსიქიატრმა არნოლდ ზალკინდამ შექმნა „რევოლუციონერ პლორეტარის სქესობრივი ცხოვრების 12 მცნება”, რაც მადააშლილი (თეორია განსაკუთრებით პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ ნაწილში) ადამიანებისთვის აუცილებელი რამ აღმოჩნდა.

1926 წელს „ჭიქა წყლის თეორია“ ოფიციალურად დაგმეს ცკ-ის სხდომაზე, 1939 წელს კი, დიდი წმენდის ტალღების შემდეგ, მსოფლიოს პირველი სექსუალური რევოლუცია, ფაქტობრივად, ცივი წყლით ჩააქრეს.

 „12 მცნება“ ასეთი იყო:

  1. მუშათა კლასში ადრეული მომწიფება სრულიად დაუშვებელია. ჭეშმარიტი პროლეტარის სქესობრივი ცხოვრება გვიან უნდა დაიწყოს.
  2. სქესობრივი თავშეკავება ქორწინებამდე აუცილებელია, ქორწილი კი ფიზიკური და გონებრივი, სამსახურებრივი მომწიფების შემდეგ, 20-25 წლის ასაკში უნდა მოხდეს.
  3. სქესობრივი აქტი ეს მხოლოდ დაგვირგვინებაა 2 ადამიანის სიმპათიისა და ურთიერთაღფრთოვანების.
  4. კოიტუსი მხოლოდ ბოლო, დამაგვირგვინებელი აქტია ღრმა და რთული განცდების, შეყვარებულების ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.
  5. სქესობრივი აქტი არ უნდა განმეორდეს ხშირად.
  6. სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა ეს დანაშაულია. რაც მეტია პარტნიორი, მით მეტია უმსგავსობა.
  7. სიყვარული მონოგამურია – ერთი ქმარი, ერთი ცოლი, აი ნამდვილი საბჭოთა ადამიანის ცხოვრება.
  8. სქესობრივი აქტის დროს პარტნიორებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ შეიძლება გაჩნდეს ბავშვიც და ზოგადად, სექსის დროს შთამომავლობაზე ფიქრი აუცილებელია.
  9. სქესობრივი შერჩევა უნდა აიგოს კლასობრივ, რევოლუციურ-პროლეტარული ხაზით. სასიყვარულო ურთიერთობებში დაუშვებელია ფლირტისა და კეკლუცობის ელემენტების შეტანა. იკრძალება პარტნიორის მოხიბვლისა და სქესობრივი დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა.
  10. აკრძალულია ეჭვიანობა. ნამდვილი პროლეტარული სიყვარული ურთიერთნდობასა და თანასწორობაზეა აგებული. მთავარი იდეური სიახლოვეა და არა ტყუილი, ეჭვი.
  11. დაუშვებელია სქესობრივი გადახრები.
  12. რევოლუციურ კლასს აქვს სრული თავისუფლება, ჩაერიოს თავის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. კერძო სქესობრივი საერთო კლასობრივის ნაწილია. ერთი მეორის შემადგენელია და აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს ამხანაგების მიერ.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები