ცნობილი ფოტოს ისტორია – როგორ გადაურჩა წყვილი „ჰამასის“ თავდასხმას

ამიტ ბარი და მისი პარტნიორი, ნირი წყვილია ცნობილი ფოტოდან. ისინი 7 ოქტომბერს ისრაელში გამართულ იმ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამიტი  საუბრობს იმ საშინელ გზაზე, რომლის გავლაც მოუწიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მათ გაქცევა მოახერხეს, სიკვდილის შიში ბოლომდე არ ტოვებდათ. სწორედ ამიტომ გადაიღეს ფოტო, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა, ეს კოცნა ბოლო ყოფილიყო. ამ დროს ბუჩქებში იმალებოდნენ. გაქცევის მცდელობისას მათ დაკარგეს თავიანთი მეგობარი – ზივი – რომელიც სხვების დასახმარებლად იყო წასული.

„ყველაფერი რაკეტებით დაიწყო. ეს ძალიან სტრესული იყო, მაგრამ მაინც მოვახერხე საკუთარი თავის გამხნევება, რადგან არსებობდა შანსი, ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მანქანით წასვლას ვცდილობდით, სანამ ყველაფერი გადაიკეტებოდა. ყველას გაქცევა სურდა. დაველოდეთ, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო და ვიწექით, რომ არაფერი დაგვშავებოდა. თუმცა, შემდეგ ადამიანებმა სირბილი დაიწყეს და ყვიროდნენ, რომ იქ ტერორისტები იყვნენ. ჩვენ გავიქეცით, როგორც ცხვრები საკუთარ სასაკლაოზე”, – იხსენებს ამიტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები