როგორი იყო ცნობილი ბრენდების პირველი მანქანები

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში პირველი, გაურკვეველი ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მანქანებთანაც იგივე რამ ხდება. პირველი ლიცენზირებული BMW-ს გარეშე, არ იქნებოდა კოსმოსური i8; ენცო ფერარის რომ არ გადაეწყვიტა 125S-ის დამზადება, არც F40 და არც LaFerrari მოხვდებოდა ჩვენს სამყაროში; პირველი FIAT-ის გარეშე ჩვენ შეიძლება დღემდე ფეხით გვევლო.

Cadillac (1902)

1902 წლის 17 ოქტომბერს დეტროიტში Cadillac-ის პირველი ავტომობილი გამოვიდა. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე, დაახლოებით, 48 კმ/სთ იყო და $750 ღირდა. დამატებითი საფასურისთვის შეგეძლოთ მიგეღოთ ორი დამატებითი სამგზავრო ადგილი და დასაკეცი, რბილი სახურავი.

BMW 3/15 DA1 (1929)

Фотография: Самые первые автомобили в истории крупнейших брендов №6 - BigPicture.ru

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ცნობილი თვითმფრინავის ძრავების მწარმოებელი იძულებული გახდა, ახალი გამოყენება ეპოვა თავისი წარმოების გასაგრძელებლად. ერთ დროს BMW სამზარეულოს ავეჯსაც კი აწარმოებდა, შემდეგ მოტოციკლებზე გადავიდა და 1928 წელს იყიდა კომპანია Dixi, რომელიც აწყობდა ლიცენზირებულ Austin Sevens-ს. ასე რომ, BMW-ს პირველი მანქანა არის ინგლისური პატარა მანქანის ლეგალური ასლი.

Lamborghini 350 GT (1964)

Фотография: Самые первые автомобили в истории крупнейших брендов №21 - BigPicture.ru

თავად ენცო ფერარისთან სპორტული მანქანების ხარისხზე კამათისას ფერუჩიო ლამბორჯინიმ გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ რაღაცად თავადაც ღირდა. და მან ეს დაამტკიცა. გამოჩენილი ინჟინრებისა და დიზაინერების მთელი გუნდის დაქირავებით, რომელთა მომსახურებაც ძვირი დაუჯდა, ფერუჩიომ პირველივე ცდაზე კარგი შედეგი მიიღო. Lamborghini 350GT იყო ლამაზი, ძლიერი და არც თუ ისე კაპრიზული. მისი 12-ცილინდრიანი, 280 ცხენის ძალის ძრავა საშუალებას აძლევდა მანქანას აჩქარებულიყო 250 კილომეტრი საათში სიჩქარით.

Kia FIAT 124 (1970)

Фотография: Самые первые автомобили в истории крупнейших брендов №20 - BigPicture.ru

ალბათ, იკითხავთ: „რა, უკეთესი ფოტო ვერ იპოვეთ?“ და ჩვენც გიპასუხებთ: „ყველა პრეტენზია KIA-ის ბრენდის მუზეუმისკენ მიმართეთ.” ფოტო პირდაპირ იქიდანაა. ძნელი სათქმელია, რატომ არის წარმოდგენილი ლიცენზირებული Fiat 124 ისტორიული საწყობის გამოფენაზე ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ფაქტია, რომ KIA-ის პირველი მსუბუქი ავტომობილი ძალიან ჰგავს ყველასთვის ნაცნობ „ჟიგულს“.

Jaguar  – SS Jaguar (1931)

Фотография: Самые первые автомобили в истории крупнейших брендов №18 - BigPicture.ru

სერ უილიამ ლაიონის შორსმჭვრეტელობის უნდა გვშურდეს. ოცდაათიანი წლების დასაწყისში, Sidecar Swallow-ის დამფუძნებელმა, რომელიც ასევე ცნობილია მისი შემოკლებული სახელით SS, დააპატენტა სიტყვა Jaguar, როგორც სავაჭრო ნიშანი, ყოველი შემთხვევისთვის. თავდაპირველად, „იაგუარს“ ერქვა Sidecar Swallow მაგრამ ომის შემდეგ, როდესაც აბრევიატურა SS-თან უსიამოვნო ასოციაციები ჩამოყალიბდა, Sidecar Swallow გახდა Jaguar.

Jeep CJ-2 (1945)

Фотография: Самые первые автомобили в истории крупнейших брендов №19 - BigPicture.ru

თავად ამერიკელები ჯიპის წელთაღრიცხვას 1941 წლიდან იწყებენ. იმ მომენტიდან, როდესაც წარმოებაში ჩაეშვა Willys MA – მრავალფუნქციური სამხედრო გამავლობის მანქანა, რომელიც მსოფლიოში „ჯიპის“ მეტსახელითაა ცნობილი. კერძო ხელზე გასაყიდად განკუთვნილ სამხედრო ავტომობილის ვერსიას ერქვა Willys CJ-2. ასოები – CJ – რეალურად სამოქალაქო ჯიპს ნიშნავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები