10 მსოფლიო რეკორდი, რომლის მოხსნაც ჯერ ვერავინ მოახერხა
კაცობრიობა ყოველთვის აღფრთოვანებული იყო საოცარი, მიუწვდომელი და არაჩვეულებრივი ამბებით. გინესის რეკორდების წიგნმა წარმოუდგენელი მიღწევები შემოგვინახა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე. არსებობს რეკორდები, რომელთა მოხსნა ჯერ ვერავინ შეძლო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე ოდესმე მოახერხებს. გთავაზობთ 10 მათგანს.
1. ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი რეკორდი მოხსნა
ადამიანების უმეტესობა ერთი მსოფლიო რეკორდის მოხსნაზე ოცნებობს, ამ ადამიანმა კი, ეს 700-ჯერ მოახერხა. აშრიტა ფურმანმა ეს რეკორდები 30 წლის განმავლობაში. მისი მრავალი რეკორდი უკვე მოხსნილია, მაგრამ ეს არ ამცირებს მის ძალისხმევას. მაგალითად, ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილდებოდა თავზე რძის ბოთლით, ყველაზე დიდ მანძილზე ჭიმავდა სხეულს და ყველაზე მეტჯერ გადახტა კლასობანას თამაშისას.
2. ადამიანი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილებით
ინდოელმა შრიდჰარ ჩილალმა 2014 წელს რეკორდი მოხსნა საკუთარი ფრჩხილებით, რომლებიც 60 წლის განმავლობაში არ მოუჭრია. მათი სიგრძე 198 სმ-ს აღწევდა.
3. ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიოში
რობერტ უოდლოუ მძიმედ იყო დაავადებული ჰიპოფიზით, რამაც გამოიწვია და დააჩქარა მისი სიმაღლეში ზრდა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრდებოდა. როდესაც გარდაიცვალა, მისი სიმაღლე 272 სმ-ით იყო შეფასებული, ხოლო წონა 199 კგ-ით. ამრიგად, უოდლოუ სიმაღლეში 26 სმ-ით სჭარბობს დღეისათვის ყველაზე მაღალი ადამიანის — სულთან კოსენის (246 სმ) სიმაღლეს.
4. ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტ მეხის დაცემას გადაურჩა
პარკის ყოფილი რეინჯერი როი კლივლენდ სალივანს მეხი შვიდჯერ დაეცა.პირველად ეს 1942 წელს მოხდა, ხოლო მეშვიდე ჯერზე – 1977 წელს. ყველა შემთხვევა ნორმალურად დასრულდა – მამაკაცი მცირე დამწვრობითა და ფეხის თითზე ფრჩხილის დაკარგვით „გამოძვრა“.
5. ყველაზე შემოსავლიანი ფილმი
მიუხედავად იმისა, რომ ახლა კინოთეატრის ბილეთების ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე გასული საუკუნის დასაწყისში, ყველაზე შემოსავლიან ფილმად არა თანამედროვე, არამედ სწორედ მაშინდელი ფილმი ითვლება. ეს გახლავთ „ქარწაღებულნი“. ფილმმა მაშინ 393,4 მილიონი დოლარი „მოაგროვა“, რაც თანამედროვე სტანდარტებით, 3,4 მილიარდ დოლარს უდრის.
6. ყველაზე უცნაური კვების რაციონი
მიშელ ლოტიტო რეკორდსმენი გახდა უვარგისი საგნების ჭამის წყალობით. მან შეჭამა 18 ველოსიპედი, 15 სუპერმარკეტის ურიკა, შვიდი ტელევიზორი, ექვსი ჭაღი, ორი საწოლი, 1 წყვილი თხილამურები, პატარა თვითმფრინავი და კომპიუტერი. გასტროენტეროლოგებმა გამოიკვლიეს მამაკაცის კუჭი და დაადგინეს, რომ მას დღეში 900 გრამი ლითონის გადამუშავება შეეძლო. მამაკაცი ამბობდა, რომ ჩვეულებრივი საკვები აავადებდა, ამიტომ ხშირად ჭამდა შუშასა და რკინას.
7. მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი პანდემია
Covid-19-ის პანდემია უმნიშვნელოა იმ პანდემიასთან შედარებით, რომელიც 1347-1351 წლებში მძვინვარებდა. „შავი ჭირის“ პერიოდში განადგურდა ევროპა და დაიღუპა მისი მოსახლეობის, თითქმის, მეოთხედი. 70 მილიონზე მეტი გარდაცვლილით, შავი ჭირი ყველაზე მომაკვდინებელ პანდემიად ითვლება კაცობრიობის ისტორიაში.
8. ყველაზე დიდი საოფისე შენობა მსოფლიოში
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შტაბ-ბინა – პენტაგონი – მსოფლიოში ყველაზე დიდი საოფისე შენობის წოდებას ატარებს. მისი ფართობი 557 კვადრატული მეტრია. მისი მშენებლობა მშენებლობა 83 მილიონი დოლარი დაჯდა.
9. ყველაზე მეტი ფრენა სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავზე
კაპიტანი ერიკ ბრაუნი ბრიტანეთის საზღვაო ძალების პილოტია. ბრაუნმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების რაოდენობით, რომლებითაც მას უფრენია. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისას პილოტმა 487 სხვადასხვა თვითმფრინავით იფრინა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა საომარი მოქმედებების პროცესში გამოსცადა.
10. ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტ ატომურ დაბომბვას გადაურჩა
ცუტომუ იამაგუჩი ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვას გადაურჩა. მამაკაცი მივლინებაში იმყოფებოდა ჰიროსიმაში, როდესაც ქალაქზე პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდეს. კაცმა სასწაულებრივად მოახერხა გაქცევა და დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ნაგასაკიში, სადაც კვლავ ატომური დაბომბვის ქვეშ მოხვდა. იაპონელი გადარჩა და საკუთარი თვალით ნანახი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.