საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა

   აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანელ კოლეგას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა სურვილი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები