30 წელი და 20 პასპორტი – ლეგენდარული სტივ მაკ-კარი

სტივ მაკ-კარი საკულტო ფიგურაა თანამედროვე ფოტოგრაფიაში. მას გაუფორმებია ათობით ჟურნალის ყდა, გამოუქვეყნებია ათზე მეტი წიგნი და მოუწყვია უამრავი გამოფენა მთელ მსოფლიოში. ის თავს არიდებს ტერმინს „ფოტოჟურნალისტი“ და ამჯობინებს, საკუთარ თავს „დამკვირვებელი“ უწოდოს.

„1989 წლის თებერვალში ბლედის ტბაზე, სლოვენიისკენ მიმავალ გზაზე ფრენისას შევამჩნიე, რომ პილოტი ძალიან ახლოს მიფრინდა წყლის ზედაპირთან. ბორბლები წყლის ზედაპირის ეხახუნებოდნენ. პროპელერი კანკალებდა, როცა წყალს ეხებოდა. თვითმფრინავი დაიხარა და მისმა ქვედა ნაწილმა ყინულოვან ტბაში ჩაძირვა დაიწყო. ღვედი შეკრული მქონდა, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტის წყალობით, თავის გათავისუფლება მოვახერხე. მე და პილოტმა თვითმფრინავის ქვეშ გავცურეთ და გადმოვედით. ჩემი კამერა და ჩანთა, ალბათ, ისევ იქ არის, 19 მეტრის სიღრმეზე.”

ასე იწყება ცნობილი ფოტოგრაფის ახალი წიგნი – „სტივ მაკ-კარის უთქმელი ისტორიები: ფოტოებს მიღმა ისტორიები“.

წიგნი მოიცავს მაკ-კარის კარიერის 30 წელს და მისი მოგზაურობის წარმოუდგენელ სურათებს: დღიურებს, ფოტოებს და 20-ზე მეტ პასპორტს, რომელიც მან წლების განმავლობაში გამოიცვალა. სლოვენიაში ავარია არ იყო ერთადერთი საფრთხე, რომელსაც ლეგენდარული ფოტოგრაფი გადაურჩა, თუმცა გამოწვევებით სავსე ცხოვრების მიუხედავად, მის ფოტოებში ჩვენ ვხედავთ არა საშინელებას ან ტანჯვას, არამედ სასწაულებს. ის ახერხებს ეს სამყარო უზარმაზარი და ამავდროულად პატარა, რაღაცნაირად ნაცნობი გახადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები