„თუ ამას არ გადავიღებდი, ადამიანები იფიქრებდნენ, რომ ომი არის ის, რასაც ტელევიზორში ხედავენ“

ფოტოზე: დამწვარი ერაყელი ჯარისკაცი აფეთქებული სატვირთო მანქანის წინა ფანჯარაში.

1991 წელს ამერიკელმა მფრინავებმა დაბომბეს ერაყელი მეომრების კოლონა, რომელიც უკან იხევდა.

თავდაპირველად, ეს ფოტო რედაქტორების უმეტესობამ ზედმეტად შემაშფოთებლად მიიჩნია და არ დაბეჭდა, მაგრამ მოგვიანებით, სწორედ ის გახდა სპარსეთის ყურის მეორე ომის ყველაზე ცნობილი ფოტოსურათი. ფოტო კენ ჯერეკმა გადაიღო, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:

„თუ ამას არ გადავიღებდი, დედაჩემის მსგავსი ადამიანები იფიქრებდნენ, რომ ომი არის ის, რასაც ტელევიზორში ხედავენ“.

ის შეიძლება ყოფილიყო სატვირთო მანქანის მძღოლი ან ამ მანქანის მგზავრი, თუმცა ცოცხლად დაწვეს. როგორც ჩანს, ის ცდილობს თავის დაღწევას და მანქანიდან გადმოსვლას. არ ვიცი, ვინ იყო ან რა ქნა… არ ვიცი, კარგი კაცი იყო, მეოჯახე თუ ცუდი ბიჭი, საშინელი ჯარისკაცი ან რაიმე ამის მსგავსი… მაგრამ მე ვიცი, რომ ის იბრძოდა სიცოცხლისთვის და ფიქრობდა, რომ ბრძოლა ღირდა.


მოკლედ სპარსეთის ყურის მეორე ომის შედეგებზე:

ომში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობაზე სპეციალისტები დღესაც დავობენ. კოალიციის (მათ შორის, აშშ-ის არმია) ჯარების მხრიდან ომში 378 ადამიანი დაიღუპა. აქედან 148 ადამიანი დაიღუპა საბრძოლო ოპერაციის დროს და 145 უბედური შემთხვევისას. დაჭრილთა რაოდენობა კოალიციის მხრიდან 1000-ს არ აღემატება.

რაც შეეხება მსხვერპლს ერაყის მხრიდან, აქ სპეციალისტების უმცირესობის ვარაუდით, საანგარიშოა მინიმუმ 1500 და მაქსიმუმ 200 000 დაღუპული მებრძოლი. უმრავლესობა ერაყელთა მსხვერპლს 25 000-იდან 75 000 მებრძოლამდე ასახელებს. დაჭრილთა რიცხვის დადგენა შეუძლებელია. აშშ-ის არმიამ ომის დროს 71 000-მდე ერაყელი დაატყვევა. დაღუპული ერაყელი მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი 100-დან 35 000-მდე მერყეობს.

აშშ-ის კონგრესის სპეციალური კომისიის გამოთვლით ამერიკის ომის ხარჯმა 61,1 მილიარდი აშშ-დოლარი შეადგინა. ამ ხარჯის 2/3 ნაწილი ქუვეითმა, გერმანიამ, იაპონიამ და საუდის არაბეთმა გადაიხადეს.

სპარსეთის ყურის მეორე ომის სხვა ფოტოები

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები