ქალებისა და ბავშვების ცხოვრება ბრაზილიის ციხეებში

Lei do Ventre Livre პირველი კანონპროექტია ბრაზილიაში, რომელიც ქვეყანაში მონობის გაუქმებას უკავშირდება. ამ დოკუმენტის მიხედვით, 1871 წლის 28 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვები თავისუფალ ადამიანებად ითვლებიან. ამ კანონის მიღებიდან მრავალი წელი გავიდა და ბრაზილიაში ზოგიერთი ბავშვი კვლავ არ არის თავისუფალი. ბავშვები, რომელთა უმეტესობა ფერადკანიანია, ციხეებში მსჯავრდებულ დედებთან ერთად ცხოვრობენ. ეს ბავშვები, რომლებსაც არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ, მრავალი წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებას და ცუდ საცხოვრებელ პირობებს.

ბაიას შტატში არის დაწესებულება, რომელსაც მართავს კათოლიკე მონაზონი. ის მხარს უჭერს ოჯახებს და იღებს ზოგიერთ მოზარდს. აქ მათ კვებავენ და ასწავლიან, მაგრამ ზოგიერთი პატიმარი ხელისუფლებას შვილის გატაცებაში ადანაშაულებს, რადგან ბავშვები ვერ ხედავენ თავიანთ ნამდვილ მშობლებს ან შესაძლოა, ისინი სხვა ოჯახებს შვილად აყვანის მიზნით გადასცენ. ამ ბავშვებს, ხშირ შემთხვევაში, კათოლიციზმს აზიარებენ.

Фотография: Женщины в тюрьмах Бразилии №2 - BigPicture.ru

1. დედა ციხის კართან ელოდება შვილს. ციხეში დაბადებული ღარიბი ფერადკანიანი ბავშვები (ან რომელთა დედაც ციხეში მოხვდა) უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ჩაერთონ დანაშაულში, ვიდრე თეთრკანიანი და თავისუფალი ადამიანების შვილები. ბრაზილიას აქვს კანონი, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებს იცავს, მაგრამ მისი აღსრულება იშვიათია. შედეგად, თავისუფლებაში მცხოვრები ბებიები პასუხისმგებელნი არიან, დაეხმარონ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ შვილიშვილებს.

Фотография: Женщины в тюрьмах Бразилии №5 - BigPicture.ru

2. დონა მარია ყოფილი პატიმარია. იგი ციხეში სტუმრობს ქალიშვილს, რომელიც ელოდება განაჩენს მაღაზიის ქურდობისთვის. ის ზრდის შვილიშვილებს, 9 წლის ჯუნიორს და 4 წლის ვიქტორიას.

Фотография: Женщины в тюрьмах Бразилии №7 - BigPicture.ru

3.19 წლის მიშელ დამაშესი და ინგრიდი. მიშელი და მისი პარტნიორი კოკაინის გავრცელებისთვის დააკავეს.

მიშელი აჭმევს მის ქალიშვილს, რომელიც მხოლოდ 9 დღისაა. ციხე ღიაა ვიზიტორებისთვის ოთხშაბათს და შაბათს. მხოლოდ ეს არის კედლებს მიღმა სამყაროსთან კომუნიკაციის შანსი.

Фотография: Женщины в тюрьмах Бразилии №10 - BigPicture.ru

4.პედრო ციხეში დაიბადა. დედამისი, 33 წლის როზანგელა (მარცხნივ) იხდის სასჯელს საერთაშორისო ნარკოტრაფიკისთვის. ის ესპანეთში კოკაინით გაფრენის მცდელობისას დაიჭირეს. ბრაზილიის კანონმდებლობით, ბავშვი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ დარჩება ციხეში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, პატიმრები იმდენად ღარიბები არიან, რომ არ შეუძლიათ ბავშვის ბავშვთა სახლში გაგზავნა  და პატარებიც იძულებულნი არიან, მშობლებთან იცხოვრონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები