ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ 200 ფრთა კოლხური ხოხობი ბუნებაში გაუშვა (ფოტო)
ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდასაჭერად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბები გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაცარიელებული სივრცეების შევსების და ადგილობრივი გარეული სახეობებით აღდგენა – გამრავლების პროექტს საქველმოქმედო ფონდი „აგრო ქართუ“ ახორციელებს. ფონდის ძალისხმევით, პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 2500-ზე მეტი ხოხობი და კაკაბია ველურ ბუნებაში გაშვებული.
კოლხური ხოხობი საქართველოში ენდემური სახეობაა. შემცირებული სახეობების აღდგენა – გამრავლების ხელშეწყობის პროექტი ფონდი „აგრო ქართუს“ მიერ 2016 წლიდან ხორციელდება.