რას ნიშნავს სიტყვა „Makeba“, რომელიც Tiktok-ის ყველაზე ტრენდულ სიმღერაში ჟღერს?

Makeba – ფრანგი მომღერლის, Jain-ის სიმღერაა, რომელმაც Tiktok-ზე პოპულარობა მოიპოვა. მირიამ მაკება მომღერალი და პოლიტიკური აქტივისტია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. ეს სიმღერაც ზუსტად მას ეძღვნება. სოციალურ ქსელში მომღერლის გვარი განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობის – სიხარულის და ბედნიერების აღმნიშვნელი გახდა; მდგომარეობის, როდესაც ცეკვა გინდება. 

კლიპი სიმღერაზე „Makeba“ მომღერალმა Jain-მა „იუთუბის“ პლატფორმაზე 2016 წლის 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. სიმღერა მან მიუძღვნა ქალს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპარტეიდს ებრძოდა, რის გამოც მას სამშობლოში შესვლა აუკრძალეს. 60-იან წლებში მირიამი აშშ-ში გაემგზავრა. 

ის  სიტყვით გამოვიდა გაეროში და გრემის ჯილდოც მოიგო. სიკეთისა და ზრუნვის ყველასათვის გაზიარებისთვის მირიამს მეტსახელად „დედა აფრიკა“ შეარქვეს. ეს მეტსახელი ასევე ნახსენებია სიმღერაში.

2023 წლის ზაფხულში სიმღერამ პოპულარობის მოპოვება დაიწყო Tiktok-ზე. მის ფონზე ადამიანები იღებენ ვიდეოებს, რათა აჩვენონ ცხოვრებისეული სიტუაციები და მომენტები, როდესაც თავს ძალიან კარგად გრძნობენ და ცეკვა სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები