როცა ომის გერმანელი ტყვე ქალიშვილს 11-წლიანი განშორების მერე შეხვდა…

ეს ფოტო ერთ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს:

მეორე მსოფლიო ომისდროინდელი გერმანელი პატიმარი საბჭოთა კავშირმა გაათავისუფლა. ის დაუბრუნდა თავის 12 წლის ქალიშვილს, რომელსაც იგი ბავშვობიდან არ უნახავს. როდესაც მამას ბოლოჯერ შეხვდა, გოგონა 1 წლის იყო.

ამბავი, რომელიც ამ ცნობილ ფოტოზეა აღბეჭდილი, გახლავთ ნაწილი ღონისძიებისა “Die Heimkehr der Zehntausend”, რომლის ფარგლებშიც, საბჭოთა კავშირმა გერმანელი სამხედრო ტყვეები გაათავისუფლა. ამ პატარა გოგონას მამა ერთ-ერთი ბოლო გათავისუფლებული იყო.

1955 წლის შემოდგომაზე, მოსკოვში ვიზიტისას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა ბუნდესკანცლერმა, კონრად ადენაუერმა საბჭოთა ციხეებიდან, დაახლოებით, 10 000 გერმანელი ტყვეს გათავისუფლება უზრუნველყო. ამის სანაცვლოდ, ფედერაციული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას დათანხმდა. გერმანულ პრესაში იწერებოდა, თუ როგორ გადარჩნენ ახლად გათავისუფლებული ტყვეები და როგორ უხაროდათ მათ ოჯახებში დაბრუნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები