თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს

თბილისში, სასტუმრო “რედისონში”, 28+1 ფორმატში, დახურულ კარს მიღმა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა განაცხადა, საქართველო არის სანდო სამხედრო პარტნიორი და მხარეებს შორის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით ხორციელდება.
გენერალმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სხდომის მონაწილეებს სამუშაო დღის წესრიგი გააცნო. სხდომის დღის წესრიგი სამი ნაწილისგან შედგება – საქართველოს და ნატოს ურთიერთობა, სამომავლო თანამშრომლობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში.
სხდომის შემდეგ, ნატოს წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს.
სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები