როგორ დაიბადა რაიდერ-უეიტის კლასიკური ტაროს დასტა და ვინ არის მისი ნახატების ავტორი

ვისაც სერიოზულად აინტერესებს ეზოთერიზმი, ალბათ, კარგად იცნობს რაიდერ – უაიტის კლასიკური ტაროს დასტას. დღეს ეს ბედის თხრობის ყველაზე პოპულარული დასტაა პლანეტაზე. ამის მიუხედავად, ცოტამ თუ იცის მისი გაჩენის ისტორია და ადამიანები, რომელთა წყალობითაც ეს კლასიკური ბარათები შეიქმნა.

რაიდერის და უეიტის ტაროს დასტა 1910 წელს იქნა შემუშავებული არტურ ედვარდ უეიტის მიერ, ხოლო ამ დასტის პირველი გამომცემელი ლონდონელი უილიამ რეიდერი გახდა, რომლის სახელიც ასევე შევიდა ტაროს დასტის დასახელებაში. ზოგიერთი თვლის, რომ ზუსტად ამ ხალხმა შეიმუშავა ტაროს დასტის მიმზიდველი ნახატები, მაგრამ ეს ასე არ არის. დასტის მხატვარი გახლდათ პამელა კოლმან-სმიტი – იდუმალებით მოცული ნიჭიერი ქალი.

Фотография: Как родилась классическая колода Таро Райдера-Уэйта: История Памелы

თანამედროვეები პამელას აღწერენ, როგორც ქალს, ეგზოტიკური გარეგნობით. ის ევროპელებისგან აზიური თვალის ჭრილით, მუქი კანითა და დიდი ტუჩებით გამოირჩეოდა. ზოგიერთი თვლიდა, რომ მის ძარღვებში აფრიკული სისხლიც ჩქეფდა.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, ასეთი ეგზოტიკური გოგონა ჩვეულებრივი ოჯახიდან იყო, ინგლისური ფესვებით. პამელას დედა, კორინა კოლმანი, მსახიობი, ხოლო მისი მამა, ჩარლზ სმიტი, რკინიგზის ინჟინერი გახლდათ. ჩარლზი მეუღლეზე 12 წლით უმცროსი იყო, რაც იმ დროს იშვიათობას წარმოადგენდა.

15 წლის ასაკში პამელამ მხატვრობის შესასწავლად ნიუ-იორკში, პრატის ინსტიტუტში ჩააბარა. მისი მენტორი იყო არტურ დო, ცნობილი მხატვარი და შუა საუკუნეების იაპონური ხელოვნების ექსპერტი. დოუს ხატვისადმი განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა – მას სჯეროდა, რომ ეს მუსიკის წერას ჰგავდა, მაგრამ ნოტების ადგილს, ფერები, ჩრდილები, ფორმები და მოცულობა იკავებდა. დოუმ დიდი გავლენა მოახდინა პამელას, როგორც მხატვრის განვითარებაზე, რის გამოც, მის ნამუშევრებში იაპონურ მოტივებს ხშირად გადააწყდებით.

Фотография: Как родилась классическая колода Таро Райдера-Уэйта: История Памелы

მან ვერ შეძლო კოლეჯის დამთავრება – დედის უეცარმა გარდაცვალებამ და საკუთარმა ხანგრძლივმა ავადმყოფობამ ხელი შეუშალა. როდესაც 21 წლის გახდა, მისი მამაც გარდაიცვალა და გოგონა სრულიად მარტო დარჩა. შემდეგ, დიპლომის არქონის მიუხედავად, ილუსტრატორად დაიწყო მუშაობა და მისი ნამუშევრები მოთხოვნადი გახდა.

მხატვარი საზოგადოებამ 1907 წელს გაიცნო, როდესაც მან ფოტოგრაფიისა და ფერწერის ექსპერტთან, პრომოუტერ ალფრედ შტიგლიცთან დაიწყო ურთიერთობა. შტიგლიცმა თავისი გალერეისთვის მხატვრის საუკეთესო ნამუშევრები შეარჩია. ნამუშევრებმა მაშინვე მიიპყრო არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ რიგითი ვიზიტორების ყურადღებაც. პამელას 33 ნამუშევარი მისი უჩვეულო შემოქმედების გულშემატკივრებმა მალევე იყიდეს.

Фотография: Как родилась классическая колода Таро Райдера-Уэйта: История Памелы
გოგონა წარმოუდგენლად პროდუქტიული და შემოქმედებითად ვნებიანი აღმოჩნდა. მეგობრებისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში პამელამ თქვა, რომ ერთ კვირაში 94 ნახატი შექმნა. მუშაობის სიჩქარე, ნიჭთან ერთად, უდავოდ იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უეიტმა კოლმან-სმიტი თავისი ცნობილი ტაროს შესაქმნელად აირჩია. ქალი უეიტს 1901 წელს შეხვდა, როდესაც ის ოქროს გარიჟრაჟის მისტიკურ ორდენს შეუერთდა. მალე ორდენში განხეთქილება მოხდა და უეიტმა საკუთარი ფილიალი მოაწყო, რომელსაც პამელა კოლმან-სმიტიც შეუერთდა.

ტაროს დასტაზე მუშაობა 1909 წელს დაიწყო და მთელი წელი გაგრძელდა. პამელას დიდი რაოდენობის ესკიზებისა და ჩანახატების შექმნა მოუწია. მან მოახერხა დასტის ტრადიციული სტილის შენარჩუნება და ბარათებზე საკუთარი ხედვის რეალიზება.

Фотография: Как родилась классическая колода Таро Райдера-Уэйта: История Памелы

პამელას ნამუშევარი სოლა-ბუსკას ტაროს უძველესი ბარათებით იყო შთაგონებული. ტაროზე მუშაობა საოცრად სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა, მაგრამ ამან ვერ იმოქმედა ოსტატის ნახატების ხარისხზე – ისინი უნაკლო იყო.

მიუხედავად ამისა, მან ვერ მიიღო ფული ან, თუნდაც, მადლიერება უეიტისგან. მისი სახელი არასდროს ყოფილა ნახსენები დასტის ავტორებს შორის. წიგნში, რომელსაც თან მოჰყვა ბარათები, პამელა მხოლოდ „ახალგაზრდა ქალი მხატვრის“ სახელით იყო ნახსენები.

სავსებით შესაძლებელია, რომ მუშაობის პროცესში, დასტის შემქმნელებსა და პამელას შორის რაიმე სახის კონფლიქტი მომხდარიყო, რის გამოც უეიტს ქალი არ მოეწონა.

Фотография: Как родилась классическая колода Таро Райдера-Уэйта: История Памелы

დასტამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის მაშინვე გახდა ბესტსელერი და საუკუნის განმავლობაში ხსნიდა გაყიდვების რეკორდებს. მისმა გამოჩენამ იმიტაციების ტალღა გამოიწვია, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაიმეორა ორიგინალის წარმატება. სამწუხაროდ, არც ორიგინალური ნახატებია შემორჩენილი და არც ესკიზების დიდი რაოდენობა.

ითვლება, რომ ბარათების 80 საბოლოო დიზაინი დარჩა გამომცემლების არქივში, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანული თვითმფრინავების მიერ ლონდონის დაბომბვისას ისინიც დაიკარგა.

Фотография: Как родилась классическая колода Таро Райдера-Уэйта: История Памелы
გასაკვირია, რომ ტაროს დასტამ წერტილი დაუსვა პამელას კარიერას. ამ სამუშაოს წარმატების შემდეგ დავიწყებისა და სასოწარკვეთილების პერიოდი დაიწყო… პამელას ნახატები არ გაიყიდა და პუბლიკაციები არ დაინტერესდნენ მისი ილუსტრაციებით. ასე რომ, ტაროს დასტა კოლმან-სმიტის ყველაზე ცნობილ, შეუდარებელ ქმნილებად დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები