ბავშვმა, რომელიც აბორტს გადაურჩა, იპოვა დედა და აპატია – მელისა ოდენის წარმოუდგენელი ამბავი

ცხოვრება დაბადების გარეშე

ჩვენ ვიცით, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე დაბადებიდან იწყება, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მელისა ოდენი ფიზიოლოგიური აბორტის შედეგად დაიბადა. 19 წლის სტუდენტმა მედდა-დედის დაჟინებული მოთხოვნით, ორსულობა 31 კვირაზე შეწყვიტა. მან უკანმოუხედავად დატოვა აიოვას საავადმყოფო 1977 წლის 29 აგვისტოს და თვლიდა, რომ იქ მკვდარ ბავშვს ტოვებდა.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №2 - BigPicture.ru
მელისა

როგორც წესი, ორსულობის გვიან პერიოდში ფიზიოლოგიური აბორტი მკვდარი ბავშვის დაბადებას იწვევს და  ექიმები პატარა სხეულს სამედიცინო ნარჩენებში აგზავნიან. ამჯერად მანიპულირება ჩაიშალა. ბავშვი გადარჩა. ეს იყო გოგონა, რომელიც კილოგრამზე ცოტათი მეტს იწონიდა. მილებში ჩახლართული ახალშობილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სრულიად მარტო იწვა. არავის ადარდებდა მისი კეთილდღეობა. თითქმის, არავის.

იმ ცვლაში მორიგე ექთანი იმ 19 წლის სტუდენტის დედა იყო. სწორედ ის მოითხოვდა არასასურველი ორსულობის შეწყვეტას. მისი სურვილით, ბავშვი სამედიცინო ნარჩენებში გაგზავნეს, რათა პატარას ცხოვრება ჯერ კიდევ დაწყებამდე შეწყვეტილიყო. თუმცა, ექთანმა, სახელად მერიმ, ბავშვის სუსტი წრიპინის ხმა გაიგონა და განგაში ატეხა.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №3 - BigPicture.ru
ჩვილი მელისა

ბრძოლა სიცოცხლისთვის

მელისა ოდენის საქმეს ფენომენალურად წარმატებული შედეგი ჰქონდა. Sioux City Iowa Hospital-ის პედიატრები არ ელოდნენ ნაადრევი ბავშვის გადარჩენას. ბავშვს აღენიშნებოდა კრუნჩხვები, სუნთქვის პრობლემები და სიყვითლე. ყველაზე ხელსაყრელი პროგნოზი განვითარების შეფერხებას, სმენისა და მხედველობის პრობლემებს გვპირდებოდა, მაგრამ გოგონა, ყველაფრის მიუხედავად, ცოცხლობდა. ის ყოველდღე ძლიერდებოდა.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №4 - BigPicture.ru

სამი კვირის შემდეგ მელისა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა. მზრუნველმა ექთნებმა ბავშვის ტანსაცმელი იყიდეს და  სახელი – ქეით როუზი დაარქვეს. ბავშვმა  სიცოცხლისადმი წარმოუდგენელი ლტოლვა გამოავლინა და სამი თვის ასაკისთვის თითქმის სრული გამოჯანმრთელება შეძლო. მას ჯერ კიდევ ჰქონდა განვითარების შეფერხება, როდესაც რონ და ლინდა ოდენებმა იშვილეს. იმ დროისთვის წყვილი უკვე ოთხი წლის განმავლობაში ზრდიდა თავის პატარა გოგონას, ტამის, რომელიც ასევე მცირე ასაკში იშვილეს.

მეგობრული კავშირები

ახალი მშობლები გოგონას მზრუნველობით ანებივრებდნენ. ხუთი წლის მელისა სრულიად ჯანმრთელი იყო. რონმა და ლინდამ შეინარჩუნეს კავშირი მზრუნველ მედდა მერისთან, რომელმაც, ფაქტობრივად, გოგონა აბორტის შემდეგ გადაარჩინა. მოგვიანებით, მელისა მედდას დაუმეგობრდა. ეს ურთიერთობა ათწლეულებს გაგრძელდა და ორივესთვის ბევრს ნიშნავდა. ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ 1977 წელს, სწორედ მერი უვლიდა ბავშვს.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №5 - BigPicture.ru

მცირე ასაკობრივი სხვაობის წყალობით, გოგონები თავს ნამდვილ დებად გრძნობდნენ. ხანდახან მათ შორის ბავშვური ჩხუბი იწყებოდა. ერთ-ერთ ასეთ მომენტში მელისამ მისი დაბადების მძიმე გარემოებების შესახებ შეიტყო. 14 წლის მოზარდისთვის ფრაზა – „შენს მშობლებს არ უნდოდი“ – ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასია. ნაცნობი სამყარო მყისიერად დაინგრა.

პრობლემური მოზარდი

გასაკვირი არ არის, როცა ამბობენ, რომ ზოგჯერ არცოდნა შეიძლება ცოდნაზე უკეთესი იყოს. მელისამ ბიოლოგიური დედის მიმართ ემოციებისა და გრძნობების ქარიშხალი განიცადა. ეს იყო შიში, ბრაზი და დანაშაულიც კი იმ ფენომენალური გამძლეობის გამო, რომელიც მან თავისი ცხოვრების პირველ წუთებში გამოიჩინა. 14 წლის მოზარდმა მძიმე ემოციურ ტვირთს დამოუკიდებლად ვერ გაუძლო.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №6 - BigPicture.ru

მელისას ბულიმია დაეწყო. ის ალკოჰოლზე და სექსზე დამოკიდებული გახდა. ფიქრი, რომ ბიოლოგიური მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ გადარჩა, მას არ ასვენებდა. მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ნაშვილები ქალიშვილის ემოციურ პრობლემებზე. გოგონა ჩაიკეტა და გაჩუმდა…

დროთა განმავლობაში, მელისამ ფსიქოლოგიურ შოკთან გამკლავება მოახერხა.  მან იპოვა ძალა სწავლის გასაგრძელებლად და ჩაირიცხა სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერების შესასწავლად. ბედის სასტიკი ხუმრობა მან მეორედაც გამოსცადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიოლოგიური დედა ოდესღაც იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა, და ბებია, რომელიც ერთხელ დაჟინებით მოითხოვდა აბორტს, ამ სასწავლო დაწესებულების მასწავლებელი გახდა. როგორც სტუდენტმა, მელისა ოდენმა ეს არ იცოდა.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №8 - BigPicture.ru

დრო ყველაფერს არ კურნავს. წარსულზე ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა და 19 წლის სტუდენტს ყოველდღე დასდევდა. მელისამ დაძლია შიში და ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო. შვილად აყვანის საბუთებში ინფორმაცია არ იყო მითითებული, ამიტომ, გოგონა ქალაქის საავადმყოფოში გაემგზავრა, რათა საარქივო ჩანაწერები დეტალურად შეესწავლა. დღეების განმავლობაში ის ათვალიერებდა ძველ სატელეფონო ცნობარებსა და გაზეთებს. იგი ეძებდა რაიმე ცნობას მისი წარმოშობის შესახებ.

მიუხედავად წარუმატებლობისა, მელისა მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებდა ძებნას. ერთ დღეს, უნივერსიტეტის წიგნის თვალიერებისას, მან შენიშნა მასწავლებელი ქალი, რომლის სახის ნაკვთები საკუთარს მიამსგავსა, რაც  ნათესაურ კავშირზე მიუთითებდა. იმ მომენტში მელისას წარმოდგენა არ ჰქონდა მის ბედ-იღბალში ბებიის საბედისწერო მონაწილეობაზე. გოგონამ გადაწყვიტა, მისთვის წერილი გაეგზავნა და სავარაუდო კავშირების შესახებ მოეთხრო. მელისამ ბებიის პასუხი მიიღო.

ბებიამ აცნობა, რომ მისი დაბადება არასასურველი იყო და ძიების უშედეგობაზე მიუთითა. მანვე უთხრა, რომ მელისას ბიოლოგიური დედის პოვნაში ვერ დაეხმარებოდა, მათ ოჯახში ურთიერთობა მთლიანად დაინგრა და ქალიშვილთან მრავალი წელია, კავშირი არ ჰქონიათ. გაირკვა, რომ მელისას დაბადება გაუცხოების მთავარი მიზეზი გახდა. ბაბუამ და ბებიამ ჯერ კიდევ არდაბადებული შვილიშვილი მიატოვეს და ამით, ქალიშვილიც დაკარგეს.

ცოტა ხნით, მელისა ოდენმა ძებნა შეწყვიტა. მის ცხოვრებაში იყო ურთიერთობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. მელისას საკუთარი სახლი და ოჯახი გაუჩნდა. ახლა ისინი ორ ქალიშვილს ზრდიან. უფროსი დაიბადა იმავე საავადმყოფოში, სადაც მელისა.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №9 - BigPicture.ru
მელისა მეუღლესთან ერთად

მოკლედ, ბიოლოგიური ნათესავები ქალს თავად დაუკავშირდნენ. მელისა 36 წლის იყო, როცა ბიძაშვილისგან წერილი მიიღო. მან უამბო მისი დაბადების ამბავი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ახლა მელისა ოდენს პასუხები ჰქონდა.

ბიოლოგიურ დედას, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტს, სპორტი უყვარდა. ბევრი ქალი სპორტსმენი განიცდის არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს. ამ მიზეზით, გოგონას დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდა ორსულობის შესახებ. მისმა მშობლებმა გააპროტესტეს, როდესაც მათი ქალიშვილის ორსულობა აშკარა გახდა. ბებია-ბაბუა ადრეული ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ. მათი ქალიშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ აბორტი მოითხოვეს.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №10 - BigPicture.ru

მიღება და შერიგება

მელისამ შეიტყო, რომ მრავალი წლის განმავლობაში ცდებოდა; თვლიდა, რომ ბიოლოგიურ დედას შვილი არ სურდა. სინამდვილეში, გოგონამ უბრალოდ ვერ გაუძლო მშობლების ზეწოლას. მისი და ცდილობდა დახმარებას. ის საავადმყოფოში წავიდა, მაგრამ ექთანმა თქვა, რომ უკვე გვიანი იყო.

მელისა შოკში ჩავარდა, როცა გაიგო მისი დაბადების დეტალები. ნანობდა, რომ ამდენი წელი ტყუილად ბრაზობდა დედაზე. შემდეგ დაინტერესდა, როგორ შეძლეს მშვილებლებმა ბავშვის აყვანა, ბიოლოგიური დედის თანხმობის გარეშე. აშკარა იყო, რომ ვიღაცამ ხელმოწერა გააყალბა.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №11 - BigPicture.ru

17-წლიანი ძიება ბიოლოგიურ ნათესავებთან ბედნიერი შეხვედრით დასრულდა. მალე მან დედისგან პირველი წერილი მიიღო. მიმოწერა სამ წელს გაგრძელდა, სანამ მათ შეხვედრა არ გადაწყვიტეს. ორივემ განიცადა ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები და ემოციები. შეხვედრის პირველმა წუთებმა უსიტყვოდ ჩაიარა. ჩახუტებული დედა და ქალიშვილი ჩუმად ტიროდნენ.

მოგვიანებით, მელისას დედამ თქვა, რომ მთელი ცხოვრება თავს დამნაშავედ გრძნობდა არდაბადებული ბავშვის გამო. მან არ იცოდა, რომ მისი ქალიშვილი გადარჩა და აღმზრდელ ოჯახში გაიზარდა. მელისა დედას არ ადანაშაულებდა. მას იგი ეცოდებოდა იმის გამო, თუ რისი გადატანაც მოუწია. მან ასევე აპატია ბებიას და ბიოლოგიურ მამას. ბებიასთან შეხვედრის შანსი არ ჰქონდა, რადგან ის უკვე გარდაცვლილი იყო. დედამ უთხრა, რომ მოგვიანებით კიდევ ორი ​​ქალიშვილი შეეძინა.

გადაუჭრელი პრობლემა სიცოცხლეს ხშირად აზრს ანიჭებს და ის ერთგვარ მამოძრავებელ ძალად იქცევა. რთული საკითხების ბედნიერი გადაწყვეტა ცხოვრებაში ცვლილებებს იწვევს. დღეს მელისა ინარჩუნებს ურთიერთობას დიდი ხნის დაკარგულ ნათესავებთან.

Фотография: Невероятная история Мелиссы Оден, которая выжила после аборта, нашла и простила свою мать №12 - BigPicture.ru

მან ასევე დაწერა და გამოსცა ბიოგრაფიული წიგნი, სადაც თავის გამოცდილებაზე ისაუბრა. ბევრი მკითხველი გამოეხმაურა ავტორს და გაირკვა, რომ  მელისას შემთხვევა არ იყო ერთადერთი.

მელისა ოდენი გახდა საზოგადოებრივი კავშირის დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს მსგავსი დაბადების ისტორიით. უჩვეულო საზოგადოებას უკვე 223 ადამიანი შეუერთდა. მათი უმრავლესობა ამერიკელია. მელისამ ისწავლა სხვების პატიება. ის მნიშვნელოვან გამოცდილებას უზიარებს ადამიანებს და განმარტავს, რომ პატიება ადამიანს ტკივილისგან ათავისუფლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები