დღეს შუა აღმოსავლეთში კრიშნას მოვლინების დღეს აღნიშნავენ – იცით მისი ისტორია?

დღეს შუა აღმოსავლეთში დიდი დღესასწაულია – კრიშნას მოვლინების დღე. როგორც იესოს ჰყავს დედა, ღვთისმშობელი მარიამი, ასევე კრიშნასაც ჰყავს დედა, რომელსაც იაშოდა ჰქვია. კრიშნას მამას კი – ნანდა. კრიშნას უფროსი ძმაც ჰყავს, სახელად ბალარამა და უმცროსი და – სუბჰადრა. პატარა როცა იყო, სარკე ჰქონდა, ასევე სათამაშო ლოტოსის ყვავილი, ბურთი და ოქროსფერი მშვილდი.
მის საუკეთესო მეგობრებს სუდამა, ვასანტა და არჯუნა ჰქვიათ. ოღონდ ეს ის არჯუნა არ არის, მსოფლიოში ისრების ყველაზე მაგარი მსროლელი, იმას მერე დაუმეგობრდება, მოგვიანებით, როცა გაიზრდება და დიდი ომი როცა დაიწყება. იმ ომში არჯუნას მოწინააღმდეგე კრიშნას ჯარს აირჩევს, ხოლო არჯუნა კი – კრიშნას. სანამ ომი დაიწყება კრიშნა არჯუნას დარიგებებს მისცემს, რომელიც შემდგომში ბჰაგავად-გიტას სახელითაა ცნობილი. ომში კრიშნა მეეტლის როლშია, არჯუნა კი მეგობარს ფეხებით მხრებზე ადგება და ზემოდან ისრებს ისვრის თითქმის ლეგოლასის დონეზე.
მანამდე კი სოფელს, რომელშიც კრიშნა ცხოვრობს, ერთი ხელიდან წასული მეფე აწიოკებს. მეფეს კამსა ჰქვია და მის განუკითხაობას საზღვარი არ აქვს. კრიშნა პატარაა, მაგრამ სოფელს მაინც იცავს. კრიშნას სახლში რამდენიმე ძროხა ჰყავს, ერთი ხარი და ერთი ირემი, სახელად სურანგა. მაიმუნიც ჰყავს, ორი ძაღლი, ერთი გედი, ფარშევანგი ტანდავიკა და ორი მოლაპარაკე თუთიყუში. კრიშნა ძალიან კეთილია. ეს კამსა კიდევ უჩიჩხინებს და უჩიჩხინებს, სანამ სიკვდილს არ გამოთხრის.
კამსა კრიშნასა და მის ძმას Ultimate Fighting Championship -ში გამოიწვევს, მართლა. ორ სუპერ მებრძოლს დაახვედრებს და რინგს ჩაკეტავს. ძალიან მაგარი ბრძოლა ატყდება, ოთხივენი ერთდროულად ჩხუბობენ, კრიშნა და ბალარამა 16-17 წლისანი არიან, იქიდან კი მაკგრეგორის ტიპის, ოღონდ კეთილი კი არა, ძალიან ბოროტი ორი მკვლელი იჩითება. ერთი ისეთი ჩხუბისთავია, რომ სახელადაც მუშტიკა ჰქვია, მართლა.
ძმები ამარცხებენ ბნელსა და ბოროტს. გოგონებს კრიშნა უყვარდებათ, ოღონდ არ იციან ღმერთი რომ არის. ანუ წრფელი სიყვარულით უყვარდებათ და არ გამორჩენისა და ანგარების მიზნით. კრიშნა კი ტოვებს იმ სოფელს სადაც გაიზარდა და ქალაქში გადადის საცხოვრებლად.
ამერიკელებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, მეფე არტურის დაღეჭვას შეეშვებოდნენ, 1500 ფილმი გადაიღეს, ბოლო სერიალში, რომელიღაც სცენარის მიხედვით, არტურის მამამ ისეთი სცემა არტური, რომ ძვლები გაუერთიანა.
კრიშნას კი ვერავინ ერევა. გადაიღეთ რა სერიალი, ძალიან მაგარი გამოვა. მარტო ის მომენტი რად ღირს, კრიშნას მეგობარი მანტრებს რომ იმეორებს და საბრძოლო ეტლით რომ დაფრინავს, კრიშნა კი უბრძოლველობის აღთქმას არღვევს, ხელში დალეწილი ეტლის ბორბალს იღებს და მტრისკენ ისე გარბის.
ახლა კი იმ კითხვაზე გიპასუხებთ, რომელიც გაწუხებთ, რომელსაც ყოველთვის მისვამთ და რომ გპასუხობთ, ერთი წლის მერე ისევ მეკითხებით:
ძროხა არ არის ღმერთი, არა! ის დედის ფენომენთან არის გაიგივებული. თან კრიშნას საყვარელი ცხოველია.

 

ალეკო შუღლაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები